ემიგრაციაში ქალები ძირითადად ოჯახის და შვილების სარჩენად მოდიან, თუმცა არსებობენ ახალგაზრდები, რომლებსაც ეს ტვირთი უფრო ნაადრევ ასაკში დააწვათ. ერთ-ერთია 33 წლის ქრისტინე ფოცხვერაშვილი, რომელიც ქალაქ ბარიში ორი წლის წინ, თავისი 17 წლის შვილის უზრუნველსაყოფად და მისი უკეთესი მომავლისთვის ჩამოვიდა. გამოსამშვიდებელი დღე, ქრისტინეს ახსოვს, როგორც ,,ყველაზე რთული დღე ცხოვრებაში” ,,ემოციურად ძლიერი ადამიანი ვარ მაგრამ შვილის დატოვებამ ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემზე“
ახალგაზრდა ემიგრანტისთვის, როგორც სხვებისთვის, ყველაზე რთული მაინც ენის ბარიერი და უცხო გარემო აღმოჩნდა, თუმცა ის, წამოსვლის წინ, ამისთვის ფსიქოლოგიურად მოემზადა . ,,სიმართლე რომ ვთქვა,გ ააზრებულად წამოსვლა ძალიან დამეხმა იმაში რომ აქ შექმნილ წინააღმდეგობას მყარად დავხვედროდი”
ერთ -ერთი ყველაზე რთულად გადასალახი დღე ემიგრაციაში, ქრისტინესთვის ის იყო, როდესაც საკუთარმა ასევე ემიგრანტმა მეგობარმა, ვისთანაც ჩამოვიდა, ბედის ანაბარად მიატოვა. ,,ეს იყო დიდ შიშთან ერთად დიდი იმედგაცრუება ჩემთვის”
საქართველოში ახალგაზრდა ემიგრანტი საკმაოდ წარმატებულად რამდენიმე ადგილას მუშაობდა, თუმცა მას ემიგრაციაში წამოსვლა სამსახურის შეცვლამ აიძულა და იგი ოჯახის დამხმარედ, სამგან მუშაობს.
ქრისტინე საქართველოში ჯერ არ ჩასულა და მასში პატრიოტიზმის გრძნობამ იტალიაში უფრო მეტად გაიღვიძა ,,ჯერჯერობით ისევ ნოსტალგიებით ვცხოვრობ. თვითონ საქართველო მენატრება (ძალიან პატრიოტი ადამიანი ვარ) და რა თქმა უნდა ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანი ჩემი შვილი.”
რას ურჩევდა თანატოლებს, რომლებიც მასსავით ახალბედები არიან ან ახლა მოდიან ემიგრაციაში? ახალგაზრდა ემიგრანტი ამ კითხვაზე ასე გვპასუხობს: ,,არ შეგაშინოთ იმ ფაქტმა რომ ახალი ხართ, არასდროს დაუხაროთ თავი ამის გამო სხვა თუდაც თქვენზე გამოცდილს. რადგან ასე თავის დამკვიდრება ძალიან გაგიჭირდებათ. და კიდევ შიშის გამო არასდროს თქვათ თქვნს პრინციპებზე უარი… გიყვარდეთ საკუთარი თავი და ჰო კიდევ ემიგრაცია არ არის ტრაგედია ის გზაა, ჩვენი ოცნებების ასახდენად”
სტატიისა და რუბრიკის ავტორია ნინო ბოლაშვილი
AprioriTV-ს რუბრიკის „გაიცანი ახალგაზრდა ემიგრანტი“ ოფიციალური სპონსორია ქართულ-იტალიური საემიგრაციო ორგანიზაცია Geo House, რომელიც ქართველ ემიგრანტებს ყველა სახის საემიგრაციო მომსახურებას სთავაზობს. Geo House-ის მხარდაჭერით, ჩვენ გავაგრძელებთ ახალგაზრდა ემიგრანტების ისტორიების გაცნობას, რათა მათ გამოცდილება, წარმატებები და გამოწვევები ფართო აუდიტორიას გავუზიაროთ.