BREAKING

ემიგრანტის გზამკვლევი

იტალიის განათლების სისტემა: გზამკვლევი ბავშვობიდან პროფესიულ კარიერამდე


დღეს გიამბობთ იტალიის განათლების სისტემის შესახებ, რომელიც მოიცავს რამდენიმე საფეხურს და უზრუნველყოფს სტუდენტების განვითარებას ბავშვობიდან პროფესიულ დონემდე.

აქვე მინდა გითხრათ, რაზეც სტატიაში ვისაუბრებთ, ასევე ეხება იტალიაში ლეგალურად მცხოვრებ ემიგრანტ ბავშვებსა თუ მოზარდებს, რომლის შესახებაც სტატიის ბოლოს დაწვრილებით ვისაუბრებთ.

სკოლის წინარე ეტაპი – საბავშვო ბაღი (Scuola dell’Infanzia)
იტალიაში 3-დან 6 წლამდე ბავშვებისთვის არსებობს საბავშვო ბაღი, რომელიც სავალდებულო არ არის, თუმცა მშობლების უმრავლესობა მათ შვილებს სწორედ აქ აყვანს. საბავშვო ბაღში ბავშვები ეცნობიან გარემოს, ეუფლებიან კომუნიკაციას და ემზადებიან სკოლისთვის.

პირველი საფეხური – დაწყებითი სკოლა (Scuola Primaria)
ასაკი: 6-11 წელი
ხანგრძლივობა: 5 წელი
სავალდებულოა

დაწყებით სკოლაში ბავშვები სწავლობენ იტალიურს, მათემატიკას, გეოგრაფიას, მეცნიერებებს, ხელოვნებას, მუსიკას, ისტორიას, ინგლისურს და სხვა საგნებს.

მეორე საფეხური – საშუალო სკოლის პირველი დონე (Scuola Secondaria di Primo Grado)
ასაკი: 11-14 წელი
ხანგრძლივობა: 3 წელი
სავალდებულოა

ამ საფეხურზე მოსწავლეები იწყებენ უფრო რთული საგნების შესწავლას, როგორიცაა მეორე უცხო ენა, ტექნოლოგია და მუსიკა. სწავლის ბოლოს აბარებენ სახელმწიფო გამოცდას, რაც მათ საშუალებას აძლევს გააგრძელონ სწავლა.

მესამე საფეხური – საშუალო სკოლის მეორე დონე (Scuola Secondaria di Secondo Grado)
ასაკი: 14-19 წელი
ხანგრძლივობა: 5 წელი
სავალდებულოა 16 წლამდე, რის შემდეგაც მოსწავლეს შეუძლია განაგრძოს სწავლა ან გადაერთოს პროფესიულ კარიერაზე.

ამ საფეხურზე მოსწავლეები ირჩევენ ერთ-ერთ მიმართულებას:

  • ლიცეუმი (Liceo) – ღრმა აკადემიური ცოდნის მისაღებად (კლასიკური, სამეცნიერო, ლინგვისტური, მხატვრული და სხვა)
  • ტექნიკური ინსტიტუტი (Istituto Tecnico) – ტექნიკური და ეკონომიკური განათლებისთვის
  • პროფესიული სკოლა (Istituto Professionale) – პრაქტიკული უნარების შესაძენად, რაც პირდაპირ ამზადებს პროფესიული კარიერისთვის

საბოლოოდ, მოსწავლეები აბარებენ სახელმწიფო გამოცდას – “Maturità”, რაც უნივერსიტეტში ჩაბარების ან სამუშაო ბაზარზე გასვლის საშუალებას იძლევა.

უნივერსიტეტი და პროფესიული განათლება
საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ ახალგაზრდები ირჩევენ შემდეგ გზას:

  • უნივერსიტეტი – ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა
  • ტექნიკური უმაღლესი სკოლები (ITS) – სპეციალური ტექნიკური განათლება
  • ხელოვნებისა და მუსიკის აკადემიები – კონსერვატორიები, ბალეტის სკოლები და სხვა

იტალიის განათლების სისტემა ერთ-ერთი ყველაზე ორგანიზებული და მრავალფეროვანია ევროპაში. ის აძლევს ახალგაზრდებს საშუალებას აირჩიონ ინდივიდუალური კარიერული გზა, იქნება ეს აკადემიური განათლება, პროფესიული მომზადება თუ ხელოვნების სფერო.

იტალიის განათლების სისტემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ემიგრანტი ბავშვებისთვის, რადგან ის მათ აძლევს შესაძლებლობას, ინტეგრირდნენ საზოგადოებაში, დაეუფლონ იტალიურ ენას და მიიღონ სრულფასოვანი განათლება. ემიგრანტი ბავშვების სწავლა იტალიაში რამდენიმე ასპექტს მოიცავს:

იტალიაში 6-დან 16 წლამდე ყველა ბავშვი, მათ შორის ემიგრანტებიც, ვალდებულია იაროს სკოლაში. სახელმწიფო სკოლებში სწავლა უფასოა, ხოლო მშობლებს მხოლოდ საკანცელარიო ნივთებისა და გარკვეული დამატებითი აქტივობების საფასურის გადახდა უწევთ. ამასთანავე, ემიგრანტი ბავშვებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იტალიური ენის ცოდნაა. სკოლები ხშირად სთავაზობენ იტალიურის დამატებით კურსებს მათთვის, ვინც ახლახან ჩამოვიდა ქვეყანაში და ჯერ არ იცის ენა. ასევე, მასწავლებლები ცდილობენ სპეციალური მეთოდებით გაუმარტივონ გაკვეთილები უცხოელ მოსწავლეებს.

მშობლებს ხშირად უჭირთ სკოლის სისტემაში ჩართვა ენობრივი ბარიერის გამო. ზოგიერთ სკოლაში ტარდება შეხვედრები მშობლებისთვის, სადაც მათ ეხმარებიან იტალიური განათლების სისტემის გაგებაში და ბავშვების სწავლის პროცესში ჩართვაში.

16 წლის შემდეგ ემიგრანტი ახალგაზრდები, როგორც ყველა იტალიელი, ირჩევენ პროფესიულ, ტექნიკურ ან აკადემიურ გზას. მათთვის, ვინც სკოლის დასრულების შემდეგ პირდაპირ სამუშაოს ეძებს, არსებობს პროფესიული სასწავლო კურსები, რომლებიც ეხმარება კონკრეტული უნარების შეძენაში.

Aprioritv-იტალია

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts