BREAKING

ემიგრანტის გზამკვლევი

“ბადანტეებსა„ და „კოლფებს“ ხელფასი 100 ევროთ გაეზრდებათ 2025-2028 წწ

AprioriTV – ხათუნა შარაძე

იტალიაში 2025 წლის 28 ოქტომბერს გაფორმდა საოჯახო სექტორის ახალი კონტრაქტი (CCNL Lavoro domestico), რომელიც „კოლფებს“, „ბადანტეებს“ და „ბეიბისიტერებს“ (ძიძა) ეხება. შეთანხმება ძალაში შევა 2025 წლის 1 ნოემბერს და იმოქმედებს 2028 წლის ბოლომდე.

🔹 ხელფასების მატება – თვეში 100 ევრო

ახალი CCNL ითვალისწინებს მთლიანი 100 ევროიანი ზრდას, რომელიც ეტაპობრივად გადანაწილდება:

  • 40 € – 2026 წლის 1 იანვრიდან
  • 30 € – 2027 წლის 1 იანვრიდან
  • 15 € – 2028 წლის 1 იანვრიდან
  • 15 € – 2028 წლის 1 სექტემბრიდან

დამატებით, ხელფასები ყოველწლიურად მოერგება ინფლაციას ISTAT-ის მონაცემების მიხედვით.

🔹 ახალი უფლებები მუშაკებისთვის

კონტრაქტი პირველად აძლევს „კოლფებსა“ და „ბადანტეებს“ უფლებას, სამუშაოდან გარკვეული დროით გავიდნენ მნიშვნელოვანი საჭიროებების გამო — და ამ პერიოდში ხელფასი არ ექვეთებათ.

ეს უფლებები ეხება:

  • სამედიცინო ვიზიტზე მისვლას
  • პერმესოს განახლებას
  • ოჯახთან გაერთიანების დოკუმენტებზე მუშაობას
  • შშმ ნათესავის დახმარებას
  • ორსულობასა და მშობლობასთან დაკავშირებულ საჭიროებებს

ანუ, თუ მაგალითად ბადანტეს ჭირდება პერმესოს განახლება ან აუცილებელი სამედიცინო ვიზიტი, იგი შეიძლება დროებით გავიდეს სამუშაოდან და ეს დრო ანაზღაურებადია, ხელფასი არ მოაკლდება.

🔹 ახალი დღესასწაული

CCNL-ის მიხედვით, 4 ოქტომბერი – წმინდა ფრანცისკ ასიზელის დღე – ოფიციალურ დღესასწაულად იქცა და სხვა „festività“-ების მსგავსად ანაზღაურებადია.

🔹 რა გავლენა ექნება ოჯახებს?

ექსპერტების შეფასებით:

  • ბადანტეს ყოლა ოჯახს საშუალოდ 200–230 ევროთი მეტი დაუჯდება თვეში.

გრძელდება საგადასახადო შეღავათებიც:

  • 1 549,37 ევროს წლიური დაქვითვა
  • სოციალური შენატანების გარკვეული ნაწილი გამოქვითვადია

🔹 სექტორის გამოწვევები

საოჯახო სამსახურში შავი დასაქმება კვლავ მაღალია — დაახლოებით 50%. პროფკავშირები მოუწოდებენ სახელმწიფოს:

  • მეტი მხარდაჭერის პროგრამებს
  • შავი შრომის შემცირებას
  • ინკლუზიური მიგრაციული პოლიტიკის განვითარებას

დიასპორული მედია Apriori TV • აპრიორი ტვ-ს გენერალური სპონსორია ტურისტული კომპანია – “L’oro degli Argonauti”
ტურებისა და ავია ბილეთების დასაჯავშნად მოგვწერეთ:

ტურების დასაჯავშნად 

WhatsApp: +39 349 180 5032
ავიაბილეთების ჯავშანი 

WhatsApp: +39 377 373 0045

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts