BREAKING

ემიგრაციაიტალია

ვიტოვებთ იმედს რომ ქალაქ ბარის საკვირაო სკოლაში გვესტუმრებით ჩვენო საამაყო ადამიანო, ხვიჩა კვარაცხელიავ

იტალიაში, ქალაქ ბარიში მცხოვრები ემიგრანტი თეონა ჭანტურია საემიგრაციო საზოგადოების აქტიური წარმომადგენელია. თეონა ემიგრაციამდე საბავსვო ბაღში აღმზრდელად მუშაობდა, ახლა კი ქალაქ ბარის საკვირაო სკოლა „იმედში“ ქართველ ემიგრანტ ბავშვებს ასწავლის. თეონა ჭანტურია აქტიურად თანამშრომლობს საემიგარციო მედია AprioriTv-სთან.

– შენ ვინა ხარ საყვარელო, აბა გაგვეცანი ?

– მე დეა ვარ და მე ქართველი ვარ!

– შენი სამშობლო რომელია დეა?

– ჩემი სამშობლო საქართველოა, იცით მე 9 წლისა ვარ და საქართველოში არა ვარ ნამყოფი, – მიხსნის ნელი საუბრით დეა, რომ არ შეეშალოს ქართულად ლაპარაკი. დეას ოჯახში მშობლები ქართულად საუბრობენ და მიუხედავად იმისა რომ საქართველო თვალითაც არ უნახავს ქართულად ყველაფერზე საუბარი შეუძლია, მას და მის დაიკოს, რომელიც მუდან გვერდით უზის ხოლმე გაკვეთილებზე..

– მე ქართველი ვარ, მპასუხობს ანი.

– შენი სამშობლო რომელია? ვეკითხები და პასუხია

– ოზურგეთი.

– არა ოზურგეთი რაიონია, სამშობლო რომელია საყვარელო? ვუმეორებ კითხვას.

– ოზურგეთი, – იმეორებს, ოზურგეთზე უზომოდ შეყვარებული პატარა ემიგრანტი.

– ბავშვებო ვინ არის საქართველოს პრეზიდენტი? ვინ არის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი? ვინ არიან საქართველოში თქვენი საყვარელი და მონატრებული ადამიანები? – ვუსვამ სხვადასხვა კითხვებს პატარა ემიგრანტ ქართველებს და პასუხები გასაოცარი აქვთ. ზედმიწევნით ლოგიკურ და ჭკვიანურ პასუხებს მცემენ, თუმცაღა ერთი გოგონას პასუხმა მოლოდინს გადააჭარბა, მასაც საქართველო ნანახი არ აქვს და მშობლების მონაყოლით, ქართულ საკვირაო სკოლაში შესწავლილ-მონათხრობით იცნობს თავის სამშობლოს, – ყველზე ხმამაღლა ყვირის, ყველაზე კარგი ქართველი ხვიჩა კვარაცხელიააო! მისთვის მისი ოჯახისთვის იმდენად ფავორიტი და საყვარელი პიროვნება არის კვარაცხელია, ყველაზე მნიშვნელოვან ქართველად დაასახელა. ბავშვებიდან შეძახილები მოჰყვა კვარცხელიას ხსენებას, ყველას გვირყვარსო, რა იქნება ჩვენს საკვირაო სკოლაში მოვიწვიოთო.

ემიგრანტი ბავშვების უმრავლესობას თვალითაც არ უნახავთ საქართველო, თუმცა იციან რომ საქარვეელოს მარგალიტი კვარაცხელია ახლოს ჩვენთან, იტალიაში მოღვაწეობს და მათთვის დიდი ნატვრაა კვარაცხელიას სტუმრობა ბარის ქართულ საკვირაო სკოლა „იმედში“ რათა გააბედნიეროს პატარა ქართველები. დავპირდი ყველანაირად ვეცდებით რომ ხმა მივაწვდინოთ ხვიჩა კვარაცხელიას, რათა თქვენი გულების გახარება შეძლოსთქო…

ვიტოვებთ იმედს რომ იტალიაში, კერძოდ ქალაქ ბარის საკვირაო სკოლაში გვესტუმრებით ჩვენო საამაყო ადამიანო, ხვიჩა კვარაცხელია..

ემიგრანტი თეონა ჭანტურია

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts