BREAKING

ემიგრაციასაქართველო

როგორ დადგეთ საკონსულო აღრიცხვაზე

საკონსულო აღრიცხვა არის საქართველოს მოქალაქეთა საზღვარგარეთ დროებით ან მუდმივად ყოფნის ფაქტის აღრიცხვა.

საკონსულო აღრიცხვაზე შეიძლება დადგეს საზღვარგარეთ დროებით მყოფი ან მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქე.

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს ან თქვენი მხრიდან ვალდებულებას და ემსახურება მხოლოდ საკონსულო სამსახურის მიერ თქვენი უფლებების ეფექტურად დაცვის მიზანს. მაგალითად:

  • უცხო ქვეყანაში შექმნილი საომარი თუ საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში – თქვენი ადგილსამყოფელის დროულად დადგენას და საკონსულო დახმარების ეფექტურად გაწევას. თქვენი საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის დროს შესაძლოა დაფიქსირდეს ინფორმაცია თქვენი უცხო ქვეყნის მოქალაქე ოჯახის წევრების შესახებ;
  • საკონსულო აღრიცხვა ასევე შესაძლებლობას მოგცემთ, მონაწილეობა მიიღოთ საქართველოს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში – საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებზე.

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია სამი გზით:

  • ონლაინ რეგისტრაციის საშუალებით ვებ-გვერდზე – www.geoconsul.gov.ge;
  • ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს საელჩოში/საკონსულოში პირადი გამოცხადების გზით;
  • ასევე, საფოსტო გზავნილის მეშვეობით ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებულ საქართველოს საელჩოში/საკონსულოში.

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომისთვის საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი იხილეთ მოცემულ ბმულზე: https://geoconsul.gov.ge/HtmlPage/html/View?id=41 

საემიგრაციო მედიაპლატფორმა AprioriTV-ს გენერალური სპონსორია, იტალიაში მცხოვრები ფიტნეს ინსტრუქტორი მამუკა რაშოიანი, რომელიც ზრუნავს ადამიანების ჯამრთლეობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე.

თუ გსურთ იცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით და თქვენი სხეული იყოს ფორმაში დაუკავშირდით მამუკას:

+39 351 857 1719 (ვოცაფი და ტელეგრამი)

 https://www.instagram.com/mamuka_nutritioncoach?igsh=b2oyZzFvOWRqbDNx&utm_source=qr

www.instagram.com

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Related Posts