BREAKING

ემიგრაციაიტალია

რა უფლებებს განიჭებთ “Asilo“-ს დროებითი დოკუმენტი

საემიგრაციო მედიაპლატფორმა Aprioritv-ი ემიგრანტ მკითხველს, იტალიაში პოლიტიკური თავშესაფრის, ე.წ. “Asilo“-ს შესახებ ინფორმაციას აწვდის. რა ხდება და რა ინფორმაციას ვფლობთ დღეს „Asilo“-ს შესახებ, ამასთან დაკავშირებით ნეაპოლში მცხოვრები ქართველი მედიატორი ია ლალუაშვილი ისაუბრებს:

აზილო – ლტოლვილის საბუთი იტალიაში

ლტოლვილის მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნა ანუ აზილო, იტალიის ტერიტორიაზე შემოსვლისთანავეა შესაძლებელი, როგორც საზღვარზე ასევე საემიგრაციო სამსახურში.

საქართველოს მთავრობის განცხადების საფუძველზე, სადაც საქართველო წარმოდგენილ იქნა როგორც უსაფრთხო და ეკონომიურად მაღალ საფეხურზე მდგომ სახელმწიფოდ, ევროპამ, საქართველო საფრთხის შემცვლელი ქვეყნების სიიდან ამოიღო.

გამომდინარე აქედან, ის ქართველ ემიგრანტებს ვისაც „Asilo“-ს განაცხადი გაკეთებული ჰქონდათ, იტალიის „ქვესტურიდან“ ნეგატიურ პასუხებს იღებენ. 

იმ პირთა პრაქტიკებზე, რომლებმაც მოთხოვნა 2023 წლის 5 მაისამდე გააკეთეს, მეტი შანსია დადებითი პასუხი მიიღონ.

რაც შეეხება ნეგატიური პასუხის შემთხვევაში, პირს უფლება აქვს, ადვოკატის დახმარებით გაასაჩივროს უარყოფითი პასუხი, არაუმეტეს 15 დღისა (გააჩნია როდის გაქვს გაკეთებული მოთხოვნაზე განაცხადი). გასაჩივრება არის ხანგრძლივი პროცესი.

რა ხდება ამ დროს? როგორ ცხოვრობთ და რისი უფლებები გაქვთ?

იქიდან გამომდინარე რომ გასაჩივრების პროცესი ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს, თქვენ გეძლევათ დროებითი „პერმესო“, რომელსაც განაახლებთ ყოველ 6 თვეში შესაბამის სამსახურში. ამ საბუთით
შეგიძლიათ იქირაოთ ბინა და გააფორმოთ კონტრაქტი, ასევე შეგეძლებათ დადოთ სამუშაო კონტრაქტი,
გყავდეთ მკურნალი ექიმი და იცხოვროთ იმ საფრთხის გარეშე რასაც არალეგალის ცხოვრება ჰქვია.

თუ დროებითი „პერმესოს“ პირობებშ თქვენ ახერხებთ ინტეგრაციას და ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პროცედურას მიჰყვებით, განვლილი პერიოდი საბოლოოდ გეხმარებათ სასამართლოზე, სადაც ადვოკატი წარადგენს
თქვენს მიერ საზოგადოებაში ინტეგრირების დამადასტურებელ ყველა საბუთს, ასევე ეცდება მოსამართლე
დაარწმუნოს თქვენი პიროვნების მზაობაში, იცხოვროთ ევროპულ სახელმწიფოში და სარგებელი მოუტანოთ
ქვეყანას.

ნეაპოლში❗️❗️❗️ საადვოკატო ოფისი ყველაზე სანდო და ხარისხიანი საემიგრაციო მომსახურებით შემდეგ საკითხებზე:


✔️Asilo politico – პოლიტიკური თავშესაფარი
✔️Protezione Internazionale – საერთაშორისო დაცვა
✔️Permesso di Soggiorno – ბინადრობის ნებართვა
✔️Ricongiungimento Familiare – ოჯახის გაერთიანება
✔️Cittadinanza – მოქალაქეობა
✔️Espulsioni – დეპორტი, გაძევება
ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ვოთსაფზე:
+39 389 109 8313

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts