BREAKING

ემიგრაციასოციალური მედია

„ევროპა სამოთხე არ არის! ნუ შეიქმნით ილუზიას თითქოს აქ იდეალურადაა ყველაფერი, მაგრამ…“ – ემიგრანტი იტალიიდან

იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, იურისტი ნინო კვაჭანტირაძე, სოციალურ ქსელ „Facebook“-ში პოსტს აქვეყნებს და საქართველოში განვითარებულ პროცესებ ეხმიანება:

ევროპა სამოთხე არ არის! ნუ შეიმქნით ილუზიას თითქოს აქ იდეალურადაა ყველაფერი. აქაც ნახავთ ჩაკერებულ ასფალტს, საგზაო ნიშანს გზის სავალი ნაწილის მარცხნივ, ქვეითები აქაც გადადიან იქ სადაც მოუხერხდებათ და ყველა ზებრას არ დაეძებს. საქართველოსთან ბევრი მსგავსება შეიძლება ნახო ევროპაში. სწორედ ის მსგავსება, რაც საქართველოშიც გვიშლის ნერვებს და გვაღიზიანებს, მაგრამ… აი მთავარი მაგრამ რა არის იცით?

ევროპის მოსახლეობის უმრავლესობას ეკონომიკური პრობლემები როგორც საქართველოშია ისე მძაფრად არ აწუხებს, ევროპელები არ ცხოვრობს იმის შიშით ხვალ შვილებს რა აჭამოს. მართალია აქ მაღალია გადასახადები, მაგრამ აქვთ შესაბამისი შემოსავალიც. სოფლის მეურნეობა აღჭურვილია ყველანაირი ტექნიკით, რაც აადვილებს პროდუქტის წარმოებას. ეს ქვეყნები ქმნიან პროდუქტს და როგორც საქართველო სრულად არ არის დამოკიდებული იმპორტზე. მართალია შიდა პროდუქტი შესაძლოა საკმარისი არ იყოს მოსახლეობის სრულად დასაკმაყოფილებლად, მაგრამ იმპორტი იმავე ვალუტაში ხორციელდება რაც ევროპის ქვეყნებშია და ეს პროდუქტს არ უძვირებთ. საქართველოში კი… ეჰ საქართველოში

ევროპის ქვეყნებს აქვთ კარგი სოციალური პაკეტი თავისი მოსახლეობისთვის. აქ მოხუცს უზრუნველყოფილი სიბერე აქვს პენსიით, სამედიცინო სერვისებზე ხწლმისაწვდომობით, ტრანსპორტირებით და ა.შ.

მე მინდა ჩემ ქვეყანაში ადამიანს სიბერის არ ეშინოდეს, მინდა შვილის გამოკვების შიში არ ქონდეს დედებს, მინდა ახალგაზრდებს ევროპული განათლების შესაძლებლობა ჰქონდეს, მინდა, მინდა, ბევრი რამ მინდა ევროპული იყოს ჩემ ქვეყანაში .

მიუხედავად ზემოთჩამოთვლილი ბენეფიტებისა ხომ არ გგონიათ ევროპელ მოქალაქეებს თავიანთი ხელისუფლებები მოსწონთ? ესენიც აპროტესტებენ, აკრიტიკებენ, მაგრამ რას იცი? გადასახადებს, პროდუქტებზე გაზრდილ ფასებს, ემიგრანტების სიმრავლეს… ეს ბუნებრივიცაა, მაგრამ ისინი ქვეყნის პოლიტიკურ კურსს არ აპროტესტებენ, ეს ხელშეუხებელი თემაა ხელისუფლებისთვისაც.

ჩვენ კი 30 წელზე მეტია ვიბრძვით დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის, საბჭოთა გადმონაშთებისგან თქვის დახსნისთვის, ვიბრძვით და ვპატარავდებით. საქართველოს მოსახლეობის 1/3 ემიგრაციაშია. ყველა დღე იზრდება ემიგრანტების რიცხვი… ? არ მინდა ასე გაგრძელდეს. მინდა ჩემ სამშობლოში მეცხოვრებოდეს, მინდა ევროპელივით უზრუნველი სიბერე მელოდეს.

შენ გაგიმარჯოს ჩემო საქართველო. – წერს ნინო კვაჭანტირაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

? რას ნიშნავს „ლიკვიდაციონე“ (Liquidazione) და როგორ ხდება მისი დაანგარიშება?

? სპორტული “პერმესო“ სპორტსმენებისთვის – უფრო ახლოს იტალიურ ოცნებასთან

? რა არის ISEE და რისთვის ესაჭიროება ის იტალიაში მცხოვრებ ემიგრანტს?

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts