AprioriTV-ს რედაქციამ ამ ტრაგიკული ამბის შესახებ წერილი ემიგრანტი თანამემამულეებისგან მიიღო. წერილის ავტორი ამბობს, რომ ლელა ბაკარანძე, ქართველი ემიგრანტი დედა, რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრობდა ჯერ იტალიაში, შემდეგ კი გერმანიაში, რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი შვილის ამბავმა საქართველოში დააბრუნა.
„გუშინ ჩაფრინდა საქართველოში… ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ერთადერთი შვილი ჰყავდა. ჯერ ისევ არ ვიცით გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება, მაგრამ დაზუსტებული არაფერია“, – გვწერს ემიგრანტი მეგობარი, რომელსაც ჩვენთვის ამ ინფორმაციის გაზიარება სურდა.
მეგობრების განცდა ერთიანია — შვილის დაკარგვა დედისთვის უდიდესი ტრაგედიაა და განსაკუთრებით მძიმეა, როცა ამის შესახებ უცხო ქვეყანაში, სამუშაოსა და მარტოობის შუაგულში იგებ. ემიგრანტი მეგობრები სოციალურ ქსელებსა და პირად ურთიერთობებში ლელას სამძიმარს უცხადებენ.