BREAKING

ემიგრაცია

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები და ემიგრანტი ქართველები

12 აპრილს ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა ტრენტოს უნივერსიტეტისა და ქართული დიასპორის პარტნიორობით ტრენტოში კონფერენცია გამართეს.

საემიგრაციო მედიამაუწყებელ AprioriTv-ს, ემიგრანტი ირმა რევიშვილი დაუკავშირდა და გვთხოვა ტრენტოს ემიგრანტებში ღონისძიებით გამოწვეულ ემოცია ფართო აუდიტორიისთვის გაგვეზიარებინა.

ირმა რევიშვილი: მას შემდეგ, რაც ჩვენ, ტრენტოში მცხოვრებმა ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებმა ამ სიახლის შესახებ შევიტყვეთ, გაგვიჩნდა სურვილი, გვერდით დავდგომოდით ქართველ სტუდენტს. ერთობლივი გადაწყვეტილებით შევჯერდით, რომ ღონისძიების დასასრულს, ღონისძიების მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს ქართული სუფრით გავუმასპინძლდებოდით.

გადაწყდა რომ ქართული სუფრა, ჩვენი გასტრონომიული სავიზიტო ბარათი ყოფილიყო ქართველი ემიგრანტების საჩუქარი ახალგაზრდა ქართველი სტუდენტებისთვის და ყველა თაობის ქართველი ემიგრანტი დიდი სიყვარულით და ხალისით ჩაერთო ამ ამბავში.

ყველამ შევიტანეთ ჩვენი წვლილი, მრავალშვილიანმა ახალგაზრდა ქალმაც კი, რომელიც ტრენტოს ემიგრანტია. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გვანცა ბოდაველს, ასევე მადლობას ვუხდი მელანო ჯიქიძეს, ქრისტინა მექერიშვილს, ლელა მოდებაძეს, მაგული ცოცხალაშვილს, ლია კოშაძეს და ეკა ჯაშიაშვილს.

მადლობა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ დაუვიწყარი საღამოს მოწყობაში . მსურს აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ამ დრომდე, ტრენტოში არ ჩატარებულა მსგავსი ღონისძიება, ან თუ ჩატარებულა ქართულ დიასპორამდე არ მოუღწევია ამ ინფორმაციას. მინდა საქართველოს მოქალაქეების სახელით, მადლობა გადავუხადო ანა კუპრავას, უთბილეს, უსაყვარლეს უნიჭიერეს და უძლიერეს ახალგაზრდა სტუდენტს, რადგან მან არა მარტო ჩაატარა ღონისძიება ძალიან დროულ და საჭირო თემაზე, არამედ ბოლომდე ქართული სულისკვეთევით გაჟღინთა იგი.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულოს მარგალიტები. ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუდენტები სხვა და სხვა ქვეყნიდან, და რამდენად სასიამოვნოა, რომ ყველა მათგანმა იცოდა ” ხაჭაპური” ჩვენი ქვეყნის ნამდვილი გასტრონომიული სავიზიტო ბარათი, ქართული ღვინით მონუსხულები კი აღფრთოვანებას ვერ ფარავდნენ.

ღონისძიება, ჩვენი სტუდენტების შესრულებით, ქართული ფოლკლორის წარდგენით დაგვირგვინდა. ანა კუპრავამ, ღონისძიების მსვლელობის დროს, მადლობა გადაუხადა ქართულ დიასპორას და სტუმრებთან ერთად აპლოდისმენტებით გამოხატეს მადლიერება.

მინდა ულევი წარმატება ვუსურვო ყველა ახალგაზრდას, სტუდენტს, ვინც სამშობლოს ფარგლებს გარეთ ღებულობს განათლებას, ეს თაობა, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღეა, ეს თაობა, თავისუფალი ქვეყნის შვილები არიან, ეს თაობა სულ სხვაგვარად აზროვნებს,ეს თაობა მეამაყება და მეიმედება, – წერს ირმა რევიშვილი.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts