BREAKING

ემიგრაცია

720 ევრომდე ახალი ბონუსი დასაქმებულ დედებს

INPS-მა 2026 წლის 16 ოქტომბერს გამოაქვეყნა ოფიციალური ინსტრუქცია „Nuovo Bonus Mamme 2026“-ზე: დახმარება თვეში 60 ევროა და მაქსიმუმ 12 თვისთვის, ანუ ჯამში 720 ევრომდე გაიცემა.

ბონუსი ეხება დასაქმებულ და თვითდასაქმებულ დედებს, რომელთა წლიური შრომითი შემოსავალი არ აღემატება 40 000 ევროს:

– ორი შვილის შემთხვევაში — უმცროსი შვილის 10 წლის შესრულებამდე;

– სამი ან მეტი შვილის შემთხვევაში — უმცროსის 18 წლის შესრულებამდე, დამატებითი პირობებით.

მნიშვნელოვანი გამონაკლისი: საოჯახო სფეროში დასაქმებულები — colf და badante — ამ კონკრეტულ ბონუსში არ შედიან.

ეს უკვე კანონით გათვალისწინებული და მოქმედი დახმარებაა, თუმცა განაცხადების მიღება ჯერ არ გახსნილა. INPS გახსნის ზუსტ თარიღს ცალკე შეტყობინებით გამოაცხადებს. განაცხადის შეტანა შესაძლებელი იქნება INPS-ის საიტზე SPID/CIE/CNS-ით, პატრონატში ან Contact Center-ის მეშვეობით.

ოფიციალური წყარო: INPS-ის ცირკულარი №106 — 16.10.2026

#BonusMamme2026#INPS#AprioriTV

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Related Posts