BREAKING

ემიგრაციაიტალია

პუტინიანოს მერმა ქართველ ემიგრანტს იტალიის მოქალაქეობა პირადად მიულოცა

იტალიის ქალაქ Putignano-ის მერმა, Michele Vinella-მ, ქართველი ემიგრანტის, ნოდარ ჯაფარიძის შესახებ ემოციური წერილი გამოაქვეყნა, სადაც მისი იტალიაში ცხოვრების გზა და მოქალაქეობის მიღების ისტორია აღწერა.

მერის განცხადებით, ნოდარი იტალიაში 18 წლის წინ ჩავიდა, ხოლო დღეს, 39-ე დაბადების დღეზე, ოფიციალურად მიიღო იტალიის მოქალაქეობა. ამასთან, მოქალაქეობის სრულყოფილად დადასტურების შესაძლებლობა მიეცემათ მის შვილებსაც.

„ნოდარმა მითხრა, რომ მისი ზრდასრული ცხოვრების მოგონებები, სადაც ქმნის საკუთარ ცხოვრებას, ოჯახსა და მომავალს, იტალიას უკავშირდება და აქ ყოფნა უყვარს. ასევე მითხრა, რომ როცა საქართველოშია, იტალია ენატრება, ხოლო როცა იტალიაშია – საქართველო და ეს სრულიად ბუნებრივია,“ – წერს მერი.

მიკელე ვინელა საკუთარ მიმართვაში ხაზს უსვამს, რომ ადამიანები „მსოფლიოს მოქალაქეები“ არიან და როდესაც საზოგადოება ერთიანად, ადამიანური ღირებულებებით ცხოვრობს, შესაძლებელია ძალიან ლამაზი ისტორიების შექმნა.

„რადგან ჩვენ მსოფლიოს მოქალაქეები ვართ, როგორც ეს Artemis II-ის ასტრონავტებმა შეგვახსენეს, და როდესაც ერთად ვცხოვრობთ, როგორც ადამიანები და საზოგადოება და არა ერთმანეთის წინააღმდეგ მდგომი ჯგუფები – ძალიან ლამაზ რაღაცებს ვქმნით“. – წერს მერი.

„გილოცავ დაბადების დღეს, ნოდარ, და წარმატებებს გისურვებ იტალიაში. ვამაყობ, რომ ოფიციალურად მოგესალმე, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს,“ — წერს პუტინიანოს მერი.

დიასპორული მედია AprioriTV ულოცავს ნოდარს და მის ოჯახს იტალიის მოქალაქეობის მიღებასა და დაბადების დღეს. ეს მნიშვნელოვანი დღე წარმოადგენს ინტეგრაციის, მრავალწლიანი შრომისა და ორი ქვეყნის – საქართველოსა და იტალიის მიმართ ერთგულებისა და პატივისცემის სიმბოლოს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ქალაქის მერის Michele Vinella-ს მხრიდან გამოხატული ადამიანური და ღირსეული დამოკიდებულება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კულტურათაშორისი თანაცხოვრებისა და ურთიერთპატივისცემის მნიშვნელობას.

ნოდარსა და მის ოჯახს ვუსურვებთ მშვიდობას, წარმატებასა და ღირსეულ მომავალს.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Related Posts