BREAKING

საქართველო

„ქებათა ქების“ ქართული თარგმანების უნიკალური ანთოლოგია – ახალი გამოცემა ქართულ საგამომცემლო სივრცეში

ქართულენოვან საგამომცემლო სივრცეს შეემატა „ქებათა ქების“ ქართული თარგმანების ილუსტრირებული ანთოლოგია, რომელშიც შესულია „ქებათა ქების“ მეოცე საუკუნეში შესრულებული – გერცელ ბააზოვის, ნათან ელიაშვილის, გრიგოლ ფერაძის, ზურაბ კიკნაძის, იცხაკ დავიდის, შალომ დავიდის, აბრაამ მამისთავლოვისა და დავით წერედიანის – ქართული თარგმანები.

თითოეული ნაშრომი უაღრესად საინტერესოა ორიგინალის ფორმის, ენობრივი ქსოვილის, პოეტური ენის, სტილის, მხატვრული სახეებისა და სხვა კომპონენტების ქართულ ენაზე გადმოტანის კუთხით. ყველა თარგმანი უნიკალური და მნიშვნელოვანია ქართულად თარგმნილი ბიბლიის ისტორიისათვის, სამეცნიერო და კულტუროლოგიური თვალსაზრისით.

პროექტის ავტორი და შემდგენელ-რედაქტორია ეკატერინე ნავროზაშვილი. ილუსტრაციები ეკუთვნის მხატვარ გია გუგუშვილს, დიზაინი — დავით ჯანიაშვილს. წიგნი გამოსცა ხელოვნების განვითარების ფონდმა (IMT).

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts