დღეს, Castellana Grotte-ში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა მარინა ხუხუნაიშვილიმა ოფიციალურად მიიღო იტალიის მოქალაქეობა.
დიასპორული მედია AprioriTV ფიცის მიღების ცერემონიას ადგილზე დაესწრო.
ფიცის დადების ცერემონია ქალაქის მერიის შენობაში გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა ქალაქის მერი დომი ჩილიბერტი. საზეიმო პროცედურის დასრულების შემდეგ მარინა ხუხუნაიშვილმა და მერმა ხელი მოაწერეს მოქალაქეობის აქტს, დოკუმენტს, რომელიც ოფიციალურად ადასტურებს მის ახალ სამართლებრივ სტატუსს იტალიის რესპუბლიკაში.
იტალიის მოქალაქეობის მიღება ემიგრანტისთვის მხოლოდ ფორმალური ნაბიჯი არ არის, ეს ნიშნავს სრულ სამოქალაქო უფლებებს, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას, უფრო სტაბილურ სოციალურ დაცვასა და ინტეგრაციის ახალ ეტაპს იმ ქვეყანაში, სადაც მრავალი ქართველი წლებია ცხოვრობს და მუშაობს.
მარინამ, როგორც ემიგრანტების უმრავლესობამ, რთული გზა გაიარა. მატროს მოუხდა არაერთი დაბრკოლებისა და მძიმე დღეების გადატანა. მარტოობა, გაურკვევლობა, ახალი ქვეყნის წესებთან შეგუება, ენის ბარიერი და ყოველდღიური შრომა, რომელიც ხშირად უხილავი რჩება საზოგადოებისთვის, თუმცა ის არ დანებდა.
წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება, მოთმინება და მიზანდასახულობა საბოლოოდ შედეგით დასრულდა, მან შეძლო სრულფასოვანი ინტეგრაცია იტალიურ საზოგადოებაში და დღეს უკვე იტალიის მოქალაქეა. ეს ნაბიჯი მისთვის მხოლოდ სამართლებრივი სტატუსის შეცვლა არ არის, ეს არის სიმბოლო იმისა, რომ მძიმე გზა შეიძლება დასრულდეს ღირსეული შედეგით.
მარინა ხუხუნაიშვილის შემთხვევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გზას, რომელსაც ქართველი ემიგრანტები გადიან იტალიაში: ხანგრძლივი შრომა, ადაპტაცია, ენისა და კულტურის ათვისება და საბოლოოდ სამართლებრივი აღიარება.
AprioriTV აგრძელებს ქართველი ემიგრანტების წარმატებული ინტეგრაციის ისტორიების გაშუქებას და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პროცესების ასახვას.









