ბარის კვესტორის, ანნინო გარგანოს დავალებით ჩატარებული სპეციალური ოპერაციების ფარგლებში, იტალიის სახელმწიფო პოლიციამ ბოლო დღეებში გააძლიერა კონტროლი იმიგრაციის კანონმდებლობის დარღვევებზე.
სამართალდამცავებმა ალბანეთის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც არ ჰქონდა მოქმედი ბინადრობის ნებართვა. ბარის პრეფექტის გადაწყვეტილებით იგი ქვეყნიდან გააძევეს, ხოლო ქუესტორის ბრძანებით დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ბარის პორტში, საიდანაც საღამოს საათებში ალბანეთში იძულებით დააბრუნეს.
ამავე დღეს, რომის ფიუმიჩინოს აეროპორტში გადაიყვანეს საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებიც ადრე უკვე იყვნენ გაძევებულნი იტალიიდან და მოთავსებულნი იყვნენ ბარის C.P.R.-ში (მიგრანტთა დროებითი დაკავების ცენტრი). მათ ჰქონდათ არაერთი ნასამართლეობა ქონებრივ დანაშაულებზე.
დღეს დილით ორივე პირი ჩარტერული რეისით საქართველოში იძულებით დააბრუნეს.
იტალიის პოლიცია აცხადებს, რომ მსგავსი ღონისძიებები გაგრძელდება არალეგალური მიგრაციისა და დანაშაულის პრევენციის მიზნით.
📌 წყარო: Questura di Bari – Polizia di Stato
questure.poliziadistato.it – ბარის ქუესტურის ოფიციალური განცხადება









