მილანში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ზაქარია მამუგულაშვილი, სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ იტალიაში მომხდარი შოკის მომგვრელი ინფორმაციის შესახებ წერს:
„შეშლილი მსოფლიო!
იტალიაში , პარმას პროვინციის ქალაქ Traversetolo-ს მოსახლეობა და ფაქტიურად მთელი იტალია შოკშია.
9 აგვისტოს ქალაქში საცხოვრებელი სახლის ეზოში კარაბინერებმა ერთ-ერთი მაცხოვრებლის შეტყობინების საფუძველზე ჩხრეკა ჩაატარეს და ცელოფნის პარკში ჩადებული ახალშობილის ცხედარი იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა რომ ბავშვი დაიბადა ცოცხალი 7 აგვისტოს. დნმ ანალიზით დადგინდა ბავშვის დედა, იმავე ბინაში ოჯახთან ერთად მცხოვრები 22 წლის სტუდენტი გოგონა, ბავშვის მამაც იმავე ქალაქის მკვიდრია. როგორც გამოძიება ამბობს, გოგონამ იმშობიარა სახლში სრულიად მარტომ, შემდეგ კი ბავშვი მოკლა, ნაგვის პარკში ჩადო და ეზოში ორმოში დამარხა. ამის შემდეგ წინასწარ დაგეგმილ საზაფხულო მოგზაურობაში წავიდა. არავინ არაფერი იცოდა ფეხმძიმობის შესახებაც კი, არც ბავშვის მამამ. გოგონა არასდროს ყოფილა ექიმთან. როგორც ქალაქში მცხოვრები ერთერთი ქალბატონი ამბობს, მას არაფერი უცნაური არ შეუნიშნავს გოგონას ქმედებაში, მათ შორის არც ფეხმძიმობა, ეს გოგონა მისი მცირეწლოვანი შვილების მომვლელად მუშაობდა ზაფხულის განმავლობაში და დღეში 5-6 საათს ატარებდა მათთან.
და ეს ყველაფერი არ არის
მოგვიანებით, კარაბინერებმა იმავე ეზოში ერთერთი დათვალიერების დროს მეორე ახალშობილის სხეულის ნაწილები იპოვეს დამარხული, ექსპერტიზით დადგინდა რომ წელიწადზე ცოტა მეტი ხნის გარდაცვლილია მეორე ახალშობილი. ჯერ არ იციან ეს ბავშვიც ამ გოგონასია თუ არა, რადგან არ იციან ანალიზის საბოლოო პასუხი.
ალბათ ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება ეს ამბავი, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი რეალობაა“ – წერს მამაგულაშვილი.