BREAKING

ხუთშაბათი

„იტალიაში ჩამოსვლის დღიდან მაქვს ერთი მიზანი, რომ აუცილებლად, ისევ ჩავიცმევ ჩემს მონატრებულ თეთრ ფორმას“ – ემიგრანტი იტალიიდან

მრავალწლიანი ემიგრაციის ფონზე, დიასპორა ახალი შესაძლბებლობების ძიებაშია. ადრე თუ ემიგრანტებში მომავლის პერსპექტივა ბუნდოვანი წარმოსადგენი იყო, დღეს წესები იცვლება და მზარდი ინფორმაციების წყალობით, რომელიც ინტეგრაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ემიგრანტები პროფესიული განვითარებისკენ მიილტვიან.

რუბრიკა „ხუთშაბათი“-ს სტუმარია ნინი ჯანელიძე:

ნინი ჯანელიძე: ემიგრაციამდე ვმუშაობდი ქ. ქუთაისის ევექსის ქსელის ერთ-ერთ კლინიკაში. წარმატებით გავლილი მაქვს ევექსის გადასამზადებელი 6 თვიანი კურსები, რომელიც მოიცავდა: ანატომია ფიზიოლიგიას, მანიპულაციების და დოზირების მოდულებს, გამოცდილება მაქვს სხვადასხვა განყოფილებებში მუშაობი.

სამწუხაროდ ჩემს ცხოვრებაში დადგა მომენტი, როცა გადავწყვიტეთ ოჯახით ემიგრაციაში წამოსვულიყავით. თითქმის 3 წელი გახდება, რაც ვცხოვრობთ იტალიაში, ჩამოსვლის დღიდან მაქვს ერთი მიზანი, რომ აუცილებლად ისევ ჩავიცმევ ჩემს მონატრებულ თეთრ ფორმას. თითქმის ყოველ დღე ვეძებ ახალ ინფორმაციებს საიდან და როგორ შეიძლება მოვხვდე ჩემს სფეროში.

პირველ რიგში უმთავრესი და უმნიშვნელოვანესია საბუთების მოწესრიგება, მეორე ისიც რომ აუცილებელია სტრუქტურაში სამუშაოდ იტალიური ენის სერთიფიკატი, რომელშიც ზუსტად დღეს მქონდა გამოცდა. უნდა გაიაროთ შესაბამის სკოლაში სწავლება და ჩააბაროთ b1 standard გამოცდა. ასევე ქ.ფლორენციაში გავიარე პირველადი სასწრაფო დახმარების კურსები. ახლა ვფიქრობ სექტემბრიდან გავიარო assistente di base (adb) კურსები, საქართველოში ავიყავნე ადვოკატი ჩემთვის მინდობილი პირი, რომელიც მიკეთებს დიპლომის აღიარებას (dichiarazione di valore ), რომელიც არც ისე იოლად კეთდება, თითქმის 1 წელია ვაკეთებთ, მაგრამ ბოლომდე ვერ მივედი.

იმედს არასდროს ვკარგავ. არ არის იოლი დაიწყო ცხოვრება ახლიდან, უცხო ქვეყანაში, თანვე გაზარდო ორი შვილი ემიგრაციაში, ასევე იმუშაო, ისწავლო და დაიმკვიდრო თავი შენივე პროფესიით, მაგრამ ვფიქრობ რომ შეუძლებელი არაფერია, მთავრია არასდროს უღალატოთ საკუთარ სურვილებს და მიზნებს.

მე აუცილებლად ისევ ჩავიცმევ ჩემს თეთრ ფორმას, რომელიც ასე ძალიან მაკლია და მენატრება.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts