საქართველოს პარლამეტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია სამუშაო ვიზიტით ბარს ეწვია. მან იტალიური ენის შემსწავლელ სკოლას და მასთან არსებულ ასოციაციას “ვიქტორია” ბიბლიოთეკის ფონდიდან წიგნები გადასცა. იგი პირველად ბარიში 2018 წელს იყო, თუმცა მაშინ იდეის განხორციელება ვერ მოხერხდა. კონსტანტინე გამსახურდია ,,აპრიორი ტივისთან” საუბარში ამბობს, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის მიზანია, ემიგრანტებში წიგნიერების გაზრდის გზით ქართული კულტურის შენარჩუნება.
,,ჩვენი ამოცანაა წიგნები გადავცეთ როგორც საქართველოში არსებულ ბიბლიოთეკებს და ქვეყანაში დაახლოებით 850 ბიბლიოთეკაა, ასევე გადავცეთ წიგნები საქართველოს გარეთ არსებულ დიასპორებს, როგორიცაა საკვირაო სკოლები, ან ენის შემსწავლელი სკოლები, სადაც არის ინტერესი ჰქონდეთ ქართული წიგნები. ბუნებრივია, წიგნების გარეშე და წიგნიერების გარეშე ძალიან გაჭირდება ქართული ენის და ქართული კულტურის შენარჩუნება. ერთი საქართველო გვაქვს რუკაზე არსებულ ქვეყანაში, მეორე საქართველო კი არის განფენილი მთელს მსოფლიოში მცირე კუნძულების სახით და ყველგან სადაც პატივს სცემენ ქართულ ენას, ინახავენ და ინარჩუნებენ ქართულ ენას, კულტურას, ტრადიციებს -იქ ყველგან არის ერთგვარი საქართველო”
რაც შეეხება იმას, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს იტალიაში ბარის ემიგრაცია, კონსტანტინე განსახურდიას აზრით, რომ მნიშვნელოვანია ემიგრანტებმა შეინარჩუნონ სამშობლოსთან პირდაპირი კავშირი.
,,ბუნებრივია აქ არის წიგნების პრობლემა, აქ არის სწავლების მეთოდიკა, როგორ ვასწავლოთ ქართული ენა უფრო ეფექტურად, საკვირაო სკოლების საკითხიც არის, როგორ გავხსნათ ეს საკვირო სკოლები , წრეები, სადაც ასწავლიან ქართულ კულტურას, როგორიცაა მაგალითად სიმღერა, ცეკვა, და ხელოვნების სხვა დარგები, არის კიდევ საქართველოსთან ურთიერთობის პრობლემა, , გაილებული რომ იყოს კარგი იქნებოდა,მაგალითად კარგი იქნებოდა , საქართველოს ყავდეს ავიაკომპანია, რომელიც პირდაპირ იფრენს ბარიში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია , რომ უშუალო კავშირი იყოს ემიგრანტებსა და სამშობლოს შორის. ასევე, ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი, რომ დიაპორის წარმომადგენელბმა, მაგალითად ხელი მიყონ ბიზნესს, მე დიპლომატიურ სამსახურში ვიყავი, და მახსოვს, რომ გერმანიაში ჩავატარეთ დიაპორის ბიზნეს წარმომადგენელთა ფორუმი, რომლებიც საქართველოში კონკრეტულად ბიზნესს ან ახორციელებდნენ , ან გეგმავდნენ და ძალიან საინტერესო იყო ამ ადამიანების მოსაზრებების მოსმენა”
,,აპრიორი ტივიმ” ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორთან ასევე ისაუბრა მოზარდ ემიგრანტებთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება მოხდეს მათში ეროვნული იდენტობის შენარჩუნება.
,,ყველა გზა და საშუალება უნდა გამოვიყენოთ, ეს არის წიგნი, ეს არის ფილმები, ეს არის ცოცხლად მოთხრობილი ისტორიები, რომ მათ დააფასონ , რომელი კულტურიდან მოდიან ისინი, ეს გააჩენს მათში სურვილს, რომ შეინარჩუნონ ქართული ენა, რადგან ადგილობრივ სკოლაში ქართულ ენას მათ არავინ არ ასწავლის, რა საკვირველია, ისინი აქაურ ენას ძალიან კარგად სწავლობენ , თუმცა უნდა შეიქმნეს პარალელური, საპირწონე, ქართული ენის შემსწავლელი სკოლები, თუნდაც საკვირაო სკოლები და მნიშვნელოვანია რომ ამ ბავშვებს საქართველოსთან ჰქონდეთ პირდაპირი კავშირი და აქ უკვე დაიბადება ის,რასაც ჰქვია მამულის ცოცხალი განცდა, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.”-
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, ეროვნული ბიბლიოთეკა ჩართულია სხვადასხვა სამინისტრობის მიერ შემუშავებულ პროექტებშიც.
,,სამომავლოდ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს პოლიტიკას, რაც გულისხმობს ბიბლიოთეკების წიგნებით მომარაგებას, და ბიბლიოთეკების გახსას, ასევე ჩვენ გვაქს ურთიერთობა საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის დეპარტამენტთან, გვაქვს ასევე ურთიერთობა კულტური სამინისტროსთან , ამ სამინისტროებშიც არის გარკვეული პროექტები , ჩვენ ვცდილობთ რომ აქტიურად ვიყოთ ჩართულები ამ პროექტებშიც.”