BREAKING

LIFE
სოციალური მედია

„დღეს ჩემი ორი წლის უნახავი დედა პირველად მოფრინავდა რომში“ – ადამიანური ისტორია

სოციალურ ჯგუფ მოგზაურთა კლუბი – Cheap Travel Georgia-ის ერთ-ერთი მომხმარებელი, ჯგუფში ემოციურ და მადლიერბის გამომხატველ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცველად გთავაზობთ:

„დღეს ჩემი ორი წლის უნახავი დედა პირველად მოფრინავდა რომში. რადგან პირდაპირი რეისი არ იყო, გადაჯდომა ჰქონდა მიუნხენში. ვინც ოდესმე ერთხელ მაინც ყოფილხართ მიუნხენის აეროპორტში, ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ არის ძალიან დიდი და გველეშაპის დამარცხება უფრო ადვილია ვიდრე გეითის პოვნა. რა თქმა უნდა დედასაც ძალიან გაუჭირდა გზის პოვნა და რომ არა ორი არაჩვრულებრივი ქართველი, ალბათ მიუნხენშივე დარჩებოდა. სამწუხაროდ დედას არ ახსოვს მათი სახელები, მაგრამ როგორც იხსენებს გოგონა, რომელმაც დაეხმარა და მატარებლით გეითამდე მიიყვანა მიუნხენიდან საფრანგეთში მიფრინავდა. ბიჭმა კი ასეთი წერილი დაუწერა და ფრენის განრიგი გაურკვია.

იმედი მაქვს ამ ჯგუფშია და იცნობს საკუთარ ხელნაწერს. მინდა ორივეს ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ სიკეთისთვის რაც დღეს გააკეთეთ. დედაჩემის ლოცვა არ მოგაკლდებათ მთელი მისი ცხოვრება.

მადლობა ადამიანობისთვის, თანაგრძნობისთვის და თქვენი დროისთვის, რომელიც დედას დაუთმეთ.

ვიცი ვერ წაიკითხავს, მაგრამ მადლობა ჩიკაგოელ გოგონას, რომელმაც დედა იტალიის აეროპორტში იქამდე არ მიატოვა სანამ ჩემამდე არ მოიყვანა.

პ.ს მინდა იცდეთ რომ თქვენს თუნდაც ერთ პატარა სიკეთეს, სამყაროს შეცვლა შეუძლია“ – წერს ავტორი.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts