BREAKING

საზოგადოება

რატომ ვერ ხვდება საქართველო ევროვიზიის ტოპში? ნადია ქარდავას ხედვა

ევროვიზია არ არის ვოკალის, არამედ შოუსა და სიმარტივის კონკურსიa — ამბობს იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი და ინგლისური ენის სერთიფიცირებული პედაგოგი ნადია ქარდავა. მისი თქმით, მსოფლიო პოპ კულტურის ტენდენციები გვიჩვენებს, რომ სწორედ მარტივი და ადვილად დასამახსოვრებელი მელოდიები იპყრობენ გულებს და ესწრაფვიან მწვერვალებისკენ. ქართველებს კი ჯერ კიდევ გვიჭირს ამ სტანდარტებთან ადაპტაცია, რადგან ხშირად ზედმეტად სერიოზული და მძიმე თემებით ვცდილობთ საკუთარი თავის წარმოჩენას.

„ევროვიზია ეს არის სიმღერის კონკურსი და არა ვოკალის. ბევრმა ვიცით გემოვნებიანი მუსიკის მნიშვნელობა, მაგრამ, მაინც მსოფლიო ტენდენციას თუ გადავხედავთ, პოპი (POP) ლიდერობს.

რატომ? ეს ჟანრი გამოირჩევა მარტივი მელოდიებით და დასამახსოვრებელი ტექსტებით, რაც გონებისთვის ადვილად აკვიატებადია (იგივე catchy).

სხვათა შორის, სოციალური მედიაც დიდ როლს თამაშობს; ამ ჟანრის კონტენტს მილიონობით ნახვა აქვს. სწორედ ამით აიხსნება ევროვიზიაზე ესტონეთის წარმომადგენლი ტომი ქეშის (Tommy Cash) საკონკურსო სიმღერა Espresso Macchiato ასე რომ “გავარდა”. სხვათა შორის, მთელი დღე მეც ამას ვღიღინებ.

Meanwhile, (ამასობაში) ქართველებს გვიჭირს თავის დამკვიდრება და ევროვიზიის სტანდარტების დაკმაყოფილება, რადგან სტანდარტი სიმარტივესა და სილაღეშია. დამძიმებულ აურას სწორედ ასეთი სულელური სიმღერებით ისუფთავებს საზოგადოება და იქნებ ოდესმე ჩვენც გამოგვივიდეს.

წარმატებები საქართველოს!“ – წერს ნადია ქარდავა.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts