Georgian Diocese in North America ქართული ეპარქია ჩრდილოეთ ამერიკაში ინფორმაციით, საქართველოში დიდთოვლობის მიერ დაზარალებულთა დახმარების მიზნით ფონდი შეიქმნა.
ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქია, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს საბას ლოცვა-კურთხევით, იწყებს საქველმოქმედო ფონდში თანხის შეგროვებას, რათა დავეხმაროთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც საქართველოში ძლიერმა თოვლმა და სტიქიამ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა.
ძლიერმა ზამთრის შტორმებმა სერიოზული პრობლემები გამოიწვია – სოფლები თოვლით არის დაფარული, გზები გადაკეტილია, ხოლო სასიცოცხლოდ აუცილებელი რესურსები, როგორიცაა საკვები, მედიკამენტები და სათბობი მასალები, კატასტროფულად მცირდება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან ხანდაზმულები, ბავშვები და ისინი, ვინც შორეულ სოფლებში ცხოვრობენ და ვერ იღებენ აუცილებელ დახმარებას.
თითოეული შეწირული დოლარი გადამწყვეტად შეცვლის რელობას მათთვის, ვისაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება. მოდით, გავერთიანდეთ სიყვარულით და სოლიდარობით, რათა დავეხმაროთ ჩვენს ძმებსა და დებს საქართველოში.
ღმერთმა დაგლოცოთ თქვენი სიკეთესა და მოწყალებისთვის!
დაუჭირეთ მხარი ამ ინიციატივას – გაიღეთ შემოწირულობა და გააზიარეთ ეს ინფორმაცია!
პ.ს. საკომისიო ჩვიდმეტი პროცენტი შეგიძლიათ არ გადაიხადოთ. გადაწიეთ მარცხნივ ნულამდე.
დონაციისთვის გადადით ქვემოთ მითითებულ ბმულზე