BREAKING

საქართველო

ცესკოს თავმჯდომარემ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის „საარჩევნო ტექნოლოგიები ღიაობისთვის“ (OSET) დირექტორთა ბორდის წევრს კამერონ ქვინს შეხვდა, რომელიც  ვირჯინიის შტატის ფეარფექსის ადმინისტრაციული ერთეულის მთავარი საარჩევნო მოხელე იყო.

ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „საარჩევნო ტექნოლოგიები ღიაობისთვის“ (OSET), რომელიც ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით სხვადასხვა საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობს, ამ მხრივ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებით დაინტერესდა. შესაბამისად, დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნები და ამ პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების ინტერვენცია იყო.

ცესკოში გამართულ შეხვედრაზე გიორგი კალანდარიშვილმა ვრცლად ისაუბრა იმ დაგეგმილ და განხორციელებულ საქმიანობებზე, რომელსაც ადმინისტრაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ადმინისტრირებისთვის აქტიურად ახორციელებს, ასევე დეტალურად ისაუბრა ამომრჩეველთა ინფორმირებისა და უწყების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.

თავის მხრივ კამერონ ქვინმა წარმატებები უსურვა საარჩევნო ადმინისტრაციას 26 ოქტომბერს ტექნოლოგიების გამოყენებით დაგეგმილი არჩევნების ადმინისტრირების პროცესში. მხარეებმა ასევე ისაუბრეს მომავალი თანამშრომლობის გზებზეც.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts