BREAKING

საქართველო

ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება.

საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში.

თქვენ 4 წლის ვადით ირჩევთ საქართველოს პარლამენტს.

სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე. საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იქმნება არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისათვის.

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად:

  • თქვენ უნდა იმყოფებოდეთ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოთ რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
  • თუ არ ხართ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე და არ გაქვთ რეგისტრაცია საზღვარგარეთ, 2024 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით (არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-19 დღისა) მას შემდეგ რაც შეიქმნება საარჩევნო უბანი, უნდა გაიაროთ რეგისტრაცია შესაბამის სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, ან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნების პერიოდში, არჩევნების დანიშვნიდან არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-19 დღისა (7 ოქტომბრის ჩათვლით), ამომრჩეველი თავისუფლდება საკონსულო აღრიცხვისთვის დაწესებული საკონსულო მოსაკრებლის გადახდისგან;
  • საარჩევნო უბანზე მისვლისას თან უნდა იქონიოთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი.

თქვენი საარჩევნო უფლებების და არჩევნების შესახებ ნებისმიერ საკითხზე დაგვიკავშირდით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან

მოგვწერეთ ვებგვერდის (cesko.ge) ან ცესკოს სოციალური ქსელის ჩათის საშუალებით

ან დაგვირეკეთ:

კონტაქტ-ჰაბი  +995 32 2 51 00 51

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ  ვებგვერდებზე:

https://www.geoconsul.gov.ge

https://sda.gov.ge/?page_id=4118

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts