BREAKING

საქართველო

„ბეტა ჰოლდინგი“ — „ტურისტერი 2025“-ის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია

საერთაშორისო ფორუმი „ტურისტერი 2025“ 6-7 დეკემბერს ბათუმში გაიმართება, სადაც განსაკუთრებული ადგილი უკავია „ბეტა ჰოლდინგს“, როგორც ღონისძიების გენერალურ სპონსორსა და მხარდამჭერს.

უკვე მესამე წელია, რაც „ბეტა ჰოლდინგი“ აქტიურად უჭერს მხარს ტურიზმის პოპულარიზაციასა და ბიზნეს-სექტორის გაძლიერებას. ფორუმი აერთიანებს ტურიზმის, ბიზნესისა და მარკეტინგის სფეროს წარმომადგენლებს, რაც ქმნის შესაძლებლობას გამოცდილების გაზიარებისა და ახალი თანამშრომლობების დასაწყებად.

ინოვაციური მიდგომა და ახალი სტანდარტი

„ბეტა ჰოლდინგი“, რომელიც აერთიანებს კომპანიებს BETA PRINT და BETA EVENT -ს,  წელს ფორუმის მონაწილეებს სთავაზობს ახალ სტანდარტს — თანამედროვე ვიზუალური და ტექნიკური გადაწყვეტებით.

ღონისძიების გაფორმება, ბანერების დიზაინი, განათების სისტემა და სცენური ინსტალაციები მთლიანად ჰოლდინგის პროფესიონალ გუნდზეა დაფუძნებული.

ბეტა ჰოლდინგის“ მენეჯერიგენო ირემაძის თქმით, „ბეტა ჰოლდინგის“ ჩართულობა „ტურისტერი 2025“-ში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის მისიას — იყო განვითარების, ახალგაზრდობისა და კულტურის მხარდამჭერი ბრენდი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს საქართველოს ბიზნეს ეკოსისტემის გაძლიერებაში.

„ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმ პლატფორმებზე ჩართულობას, რომლებიც ხელს უწყობენ ქვეყნის განვითარების ზრდას. ტურისტერი არის ადგილი, სადაც ბრენდს არამარტო წარმოვაჩენთ, არამედ ვიზიარებთ ხედვებს, ვქმნით ახალ ურთიერთობებს და ვგრძნობთ, რომ ჩვენი საქმიანობა რეალურ გავლენას ახდენს სექტორის განვითარებაზე. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიყოთ „ტურისტერის“ გენერალური სპონსორი“, ამბობს გენო ირემაძე.

ტურისტერი 2025“

საქართველოს ტურიზმის სამიტი „ტურისტერი“ აერთიანებს გლობალურ და რეგიონულ ლიდერებს, რომლებიც ტურიზმის სექტორის მომავალზე მუშაობენ.

ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია 30-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი სპიკერის გამოსვლა, პანელური დისკუსიები და ვორქშოფები.

დამსწრეებს ექნებათ შესაძლებლობა დაამყარონ მრავალმხრივი ბიზნესკავშირები და ისიამოვნონ ზღვისპირა ბათუმის გარემოთი.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts