BREAKING

იტალია

(ვიდეო) შრომითი უფლებები იტალიაში: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქართველმა ემიგრანტებმა?

იტალიაში დასაქმებული ქართველი ემიგრანტებისთვის შრომითი უფლებების დაცვა და სწორი სამართლებრივი რეგისტრაცია უმნიშვნელოვანესია.

Lorenzo Papa, ასოციაცია Domina-ს ბარის ხელმძღვანელი, დეტალურად ხსნის შრომითი ხელშეკრულების მნიშვნელობას და იმ ნაბიჯებს, რომლებიც დასაქმებულებმა უნდა გადადგან საკუთარი უფლებების დასაცავად.

Domina-ს ოფისი მდებარეობს, ქართულ-იტალიურ საემიგრაციო ორგანიზაცია Geo House-ს ოფისში, მისამართზე: მისამართი: Via scipione crisanzio n. 6

რა არის ასოციაცია Domina?

Domina არის ეროვნული კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების (CCNL) ხელმომწერი ორგანიზაცია, რომელიც შრომითი ურთიერთობების რეგულირებაში მონაწილეობს. ორგანიზაცია პროფკავშირებთან (CGL, CISL და UIL) ერთად ყოველწლიურად მუშაობს შრომითი ხელშეკრულებების გაუმჯობესებაზე.

რატომ არის შრომითი ხელშეკრულება მნიშვნელოვანი?

იტალიაში დასაქმებულთა შრომითი პირობების დაცვა ნიშნავს, რომ:

  • დამსაქმებელმა უნდა გადაიხადოს მინიმალური კონტრიბუციები;
  • დასაქმებულს უნდა მიენიჭოს შესაბამისი სამუშაო კატეგორია (მაგალითად, CS – არამოძრავი პირის მომვლელი, A ან B – დიასახლისი);
  • INPS-ში (სოციალური დაცვის ინსტიტუტში) უნდა დეკლარირდეს რეალური სამუშაო საათები.

შრომითი უფლებების დაცვათქვენი პასუხისმგებლობა

შრომითი უფლებების დაცვისთვის ემიგრანტებმა უნდა დაიცვან შემდეგი რეკომენდაციები:

  1. მოითხოვეთ სამუშაოს ოფიციალურად გაფორმება – თუ მუშაობთ 24-საათიან რეჟიმში (H24), დამსაქმებელმა INPS-ში 54 საათი კვირაში უნდა დაარეგისტრიროს.
  2. არ დაეთანხმოთ შემცირებულ სამუშაო საათების დეკლარაციას – თუ დამსაქმებელი 54-ის ნაცვლად 25 საათს აღრიცხავს, თქვენი დაზღვევა, პენსია და უმუშევრობის შემწეობა შემცირდება.
  3. არ გადაიხადოთ ფული სამუშაოს მოსაძიებლად – ნებისმიერი სამსახურის შოვნაში შუამავლისთვის ფულის გადახდა უკანონოა.

რატომ უნდა იბრძოლოთ თქვენი უფლებებისთვის?

თუ ემიგრანტები დაბალ ანაზღაურებას ან არასამართლიან კონტრაქტებს დაეთანხმებიან, დამსაქმებლები ამ წესს შეეჩვევიან. ეს აზიანებს მთელ შრომით ბაზარს და ამცირებს სამომავლო დასაქმების პირობებს.

Domina მოუწოდებს ყველა ემიგრანტს, მოითხოვონ კანონით გათვალისწინებული უფლებები, უარი თქვან უკანონო პირობებზე და აირჩიონ სამართლიანი სამუშაო გარემო.

გახსოვდეთ: თქვენი შრომითი კონტრაქტი არის თქვენი სამუშაოს ოფიციალური გარანტია, და მისი დაცვა თქვენს მომავალზე აისახება!

შემდეგ ვიდეოში უფრო დეტალურად განვიხილავთ ხელშეკრულების ძირითად პუნქტებს და იმ საკითხებს, რომლებზეც უნდა გაამახვილოთ ყურადღება.

საემიგრაციო მედია AprioriTV იტალია, ქალაქი ბარი

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts