BREAKING

იტალია

ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა

25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა 5 ევრო ეღირება იმ ტურისტებისთვის, ვისაც უშუალოდ ვენეციაში სასტუმრო დაჯავშნილი არ ექნება.

ვის მოუწევს ბილეთის გადახდა?

14 წელზე უფროსი ასაკის ყველა პირს.

ბილეთის გარეშე ქალაქში შესულ პირი 50-იდან 300-ევრომდე ჯარიმას გადაიხდის, პლუს ქალაქში შესვლის ღირებულებას.

ვინ არ უნდა გადაიხადოს ბილეთი?

ვენეციისა და ვენეტოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ან დაბადებული პირები ბილეთის საფასურისგან თავისუფლდებიან.

რომელ დღეებში მოგიწევთ ბილეთის გადახდა?

2024 წლისთვის ვენეციაში შესვლის ფასიანი დღეებია:

აპრილი : 25, 26, 27, 28, 29 და 30;

მაისი : 1, 2, 3, 4, 5, 11, 12, 18, 19, 25 და 26;

ივნისი : 8, 9, 15, 16, 22, 23, 29 და 30;

ივლისი : 6, 7, 13 და 14.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts