BREAKING

იტალია

ტრაგედია ვენეტოში: რვიგოს პროვინციაში ოჯახი გარდაცვლილი იპოვეს

იტალიის ვენეტოს რეგიონში, რვიგოს პროვინციის პატარა დასახლებაში — პავიოლე დი კანაროში — სამი წევრისგან შემდგარი ოჯახი გარდაცვლილი იპოვეს. დაიღუპნენ 52 წლის მამა, 47 წლის დედა და 28 წლის ქალიშვილი, რომლებიც საწოლებში უგონოდ იყვნენ და ადგილზე მისულმა სამედიცინო ჯგუფმა მხოლოდ მათი სიკვდილი დაადასტურა.

ოჯახი მრავალი წელია იტალიაში ცხოვრობდა. მამაკაცის კოლეგებმა პოლიციას მიმართეს მას შემდეგ, რაც იგი რამდენიმე დღე არ გამოცხადდა სამსახურში და არც ტელეფონზე პასუხობდა.

სამაშველოებმა ბინის კარი გატეხეს და შიგნით გარდაცვლილი ოჯახის წევრები და მათი კატა იპოვეს. პირველადი ექსპერტიზის შედეგად ძალადობის კვალი არ გამოვლენილა. არსებობს ეჭვი, რომ ისინი გაზის გაჟონვის ან ნახშირჟანგით მოწამვლის შედეგად დაიღუპნენ.

გარდაცვალების ზუსტი დრო და მიზეზი მხოლოდ აუტოპსიის შემდეგ გახდება ცნობილი. სამართალდამცავების ვარაუდით, ოჯახი შესაძლოა უკვე რამდენიმე დღე იყო გარდაცვლილი, სანამ მათი სხეულები აღმოაჩინეს.

წყარო: Fanpage.it
#AprioriTV #Veneto #Rovigo #იტალია #ემიგრანტები #სოციალურიამბები

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts