ნეაპოლის ნაციონალურ ბიბლიოთეკასა და საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს ისტორიული მნიშვნელობის არქივების ერთობლივ კვლევასა და კულტურული გამოცდილების გაზიარებას.
ვიზიტის ფარგლებში, ქართველმა დელეგაციამ ნეაპოლის ბიბლიოთეკაში წარადგინა თამარ მახარაძის ფილმი, რომელიც XVII საუკუნის კათოლიკე მისიონერისა და მეცნიერის — ბერნარდე ნეაპოლელის საქართველოში მოგზაურობას ეძღვნება.
ნიშანდობლივია, რომ სწორედ ამ ბიბლიოთეკაში ინახება მისიონერის მიერ საქართველოში ჩაწერილი უნიკალური დოკუმენტები და ქართული ხალხური ზღაპრები.
📚 ვიზიტის ფარგლებში გაიხსნა ქართული წიგნის კუთხე, ხოლო იტალიელი კოლეგების მოწვევა საქართველოში უკვე დაგეგმილია თანამშრომლობის გასაღრმავებლად.
პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.
#AprioriTV #საქართველოიტალია #კულტურულიამონაცვლეობა #ეროვნულიბიბლიოთეკა #ნეაპოლისბიბლიოთეკა #ქართულიისტორია