BREAKING

იტალია

საქართველოს გენერალურმა კონსულმა მილანში ნატალია კორძაიამ, მილანში დაფუძნებულ საკონსულტაციო კომპანია LXSA Legal & Tax-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

🔹2024 წლის 16 ოქტომბერს, ქალაქ მილანში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნატალია კორძაიამ და საკონსულო დაწესებულების უფროსმა მრჩეველმა ვალერიან გვალიამ შეხვედრა გამართეს მილანში დაფუძნებულ საკონსულტაციო კომპანია LXSA Legal & Tax-ის წარმომადგენლებთან.

🔹როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, სიმონე ბრამბილამ შეხვედრაზე აღნიშნა, დარგის სხვა სპეციალისტებისაგან LXSA გამოირჩევა კონკურენტული უპირატესობით, რომელიც ე.წ. Georgia Desk-ის ფარგლებში, საქართველოს კერძო სექტორის წარმომადგენლებს

სამოქალაქო სამართლის მიმართულებით იურიდიულ და საგადასახადო მომსახურებას ქართულ ენაზე სთავაზობს. LXSA -ში ქართველი იურისტია დასაქმებული.

🔹გენერალური კონსული მიესალმა კერძო კომპანიის აღნიშნულ გადაწყვეტილებას. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ქართული კომპანიების სამართლიანი ინტერესების დაცვას იტალიის ტერიტორიაზე. გენერალურმა კონსულმა კომპეტენციის ფარგლებში კომპანიასთან თანამშრომლის მზადყოფნა გამოთქვა.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Related Posts