BREAKING

იტალია

რომის პაპის, ფრანცისკეს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

რომის პაპის, ფრანცისკეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა. ის 2025 წლის 14 თებერვლიდან რომის ჯემელის კლინიკაშია ჰოსპიტალიზებული.

ვატიკანის ოფიციალური ცნობით, პონტიფიკოსს აღარ აქვს ახალი სუნთქვითი კრიზისი, გარკვეული ლაბორატორიული მაჩვენებლები გაუმჯობესდა და ჟანგბადის მიწოდება მცირედით შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ მსუბუქი თირკმლის უკმარისობა აღინიშნება, ეს განსაკუთრებულ შეშფოთებას არ იწვევს.

პაპმა მუშაობა განაახლა და ტელეფონით მხარდაჭერა გამოუცხადა ღაზას კათოლიკურ თემს. თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ რთულია, რის გამოც პროგნოზი ფრთხილი რჩება.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Related Posts