BREAKING

იტალია

ყალბი დოკუმენტებით აღებული კოდიჩე ფისკალეს მქონე ემიგრანტებისთვის მნიშვნელოვანი გაფრთხილება

უდინეში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ანა ემიგრანტებს აფრთხილებს, რომ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ იმ შემთხვევაში, თუ წარსულში კოდიჩე ფისკალე ყალბი საბუთით აქვთ აღებული და ახლა თავშესაფარზე – აზილოზე არიან გადასული.

როგორც ანა გვიყვება, მისი მეგობრის სახლში პოლიცია მივიდა და კონკრეტულად იმ ყალბი დოკუმენტის წარდგენა მოითხოვა, რითაც წარსულში კოდიჩე ფისკალე იყო აღებული. ემიგრანტმა პოლიციას აჩვენა, რომ ამჟამად აზილოს პროცედურაშია ჩართული და ყველა მოქმედი დოკუმენტი წესრიგში აქვს. თუმცა, სამართალდამცავებმა დაიწყეს სახლის ჩხრეკა იმ დოკუმენტის მოსაძებნად, რაც, როგორც თავად ემიგრანტმა განმარტა, საქართველოში დატოვა.

პოლიციას სურდა, რომ იგი თავად გაყოლოდა განყოფილებაში, თუმცა რადგან სახლში ბებია ჰყავდა და მარტო ვერ ტოვებდა, ვიზიტი გადაიდო და დაპირება მისცეს, რომ მოგვიანებით გამოიძახებდნენ.

ანა გაფრთხილებით მიმართავს ემიგრანტებს:
თუ გაქვთ ძველი, ვადაგასული ან ყალბი საბუთი – არ შეინახოთ სახლში. გაანადგურეთ, რათა თავი აარიდოთ სამართლებრივ პრობლემებს.

ეს შემთხვევა ნათლად აჩვენებს, რომ იტალიის სამართალდამცავი ორგანოები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ მსგავსი საქმეების შესწავლას, განსაკუთრებით იმ ეტაპზე, როცა ემიგრანტი ახალ სტატუსზე გადადის.

გახსოვდეთ – უსაფრთხოებისთვის, ყველა ძველი და საეჭვო საბუთი, რომელიც დღეს უკვე არასწორი გზით მიღებულად ითვლება, კანონდარღვევაა. ნუ დაარღვევთ კანონს!

აპრიორიTV – ემიგრანტის ხმა იტალიაში.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts