BREAKING

იტალია

ქალქ ბარიში კულტურისა და ხელოვნების ცენტრ „გურულების“ ქართული ხალხური ცეკვების სტუდია „ფესვების“ საზეიმო ღონისძიება გაიმართა

ქალაქ ბარიში არსებული გენერალური საკონსულოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის 20 ოქტომბერს, ქ. ბარიში კულტურისა და ხელოვნების ცენტრ „გურულების“ ქართული ხალხური ცეკვების სტუდია „ფესვების“ საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე სტუდიის პირველ კურსდამთავრებულებს სიგელები გადაეცათ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქ. ბარიში საქართველოს გენერალური კონსული ვახტანგ ანდღულაძე და გენერალური საკონსულოს თანამშრომლები.

ქალაქ ბარიში საქართველოს გენერალური საკონსულო მადლობას უხდის სტუდია “ფესვების” დამფუძნებლებს – ლელა დვალს და აკაკი ქინქლაძეს, ასევე სტუდიის მასწავლებელს სალომე დარჩიას გაწეული შრომისთვის.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Related Posts