BREAKING

იტალია

„მე კომპანია DAME -ს თანამშრომელი ვარ და ამით ვამაყობ“ – ემიგრანტი ხელოვანი დავიდ რინალდი

ქართულ – იტალიური დიასპორული მედიაპლატფორმა Apriori TV – ს სტუმარი, იტალიაში,  ქალაქი ბარიში, პულიას რეგიონში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი – ხელოვანი დავიდ რინალდია. 

ემიგრაციაში, რთული სამუშაო  პირობების, თავდაპირველად, არასათანადო რესურსების არარსებობის მიუხედავად,  2020 წელს შექმნა პირველი ესკიზი და დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში  მის  ხელნაკეთ სამკაულებს  ,,ბრენდი,,  DAME – ს სახელით იცნობენ. 

,,Როდესაც პირველი შეკვეთა იდეალურობის გამო თერთმეტჯერ დავიწყე, თერთმეტჯერვე დამიზიანდა. Მაშინ ღმერთს ვუთხარი, Უფალო მეთორმეტედ ვცდი Და თუ არ გამომივიდა, მაშინ მე, ჩავთვლი რომ ეს საქმე შენთვის სათნო არ არის და აღარასოდეს გავაკეთებ. Დავიწყე მეთორმეტედ (პლასტიკური ქვების დამზადება. საყურეების და კულონის გამოყვანა) მე ის იდეალური გამომივიდა. Მას შემდეგ 4 წელი და 7 თვე გავიდა, მსოფლიოს ოთხ კონტინენტზე ვყიდი  ბრენდის- DAME – Ს ნაწარმს.”

,,Მოგესალმებით,  მივესალმები თქვენს მსმენელსა თუ მაყურებელს, ყველას. მე დავითი ვარ ბრენდ DAME -ს დამფუძნებელი. სულით, გულით, რწმენით ქართველი. დავიბადე 1989 წლის 24 იანვარს ქ. Ქუთაისში.

საქართველოში, პატარა ასაკიდანვე ყოველთვის ვმუშაობდი, ბოლოს ჩემი პირადი ბიზნესი მქონდა. თავად ვუძღვებოდი. საკმაოდ კარგი და შემოსავლიანი საქმე იყო. ადამიანის ცხოვრებაში გამოცდილება წლებს მოაქვს და ის ან სწავლობს მის შეცდომებზე ან ვერ სწავლობს. Ჩემი ასაკი მაშინ მცირე იყო. უბრალოდ, ფეხი იქამდე გავშალე სადამდეც საბანი არ მწვდებოდა. საქმე შეცდომებს არ გვპატიობს. თუმცა,  დღეს ამ ყოველივეს ასაკს და გამოუცდელებას ვაბრალებ. ამ ყველაფრის შემდეგ, 2017 წელს სამწუხაროდ დავტოვე საქართველო. მას შემდეგ იტალიაში ვცხოვრობ.

– როგორ და როდის  დაიბადა იდეა, ქალბატონებისთვის და მამაკაცებისთვის შეგექმნათ ხელნაკეთი სამკაულები? 

,,ჩემი ბრენდი DAME  მე შევქმენი 2020 წლის 15 მაისს. ინსპირაცია თავდაპირველი ჩემი ბრენდის კონტენტის შინაარსი მომდინარეობდა ასტროლოგიის მიმართ  უდიდესი ინტერესიდან. ამიტომაც  დავიწყე პირველად პლასტიკური ქვების შექმნა და მათზე თვლების სახით ზოდიაქოს თანავარსკვლავედების გამოსახვა. კულონებში თვლებს ზუსტად ისე ვსვამდი როგორც ეს იყოს რეალურ სამყაროში განლაგებული ამა თუ იმ ნიშანთა წყობა. იდეა კი 100 % -ით მე მეკუთვნოდა. პლასტიკური ქვებიდან, ბუნებრივ ქვებზე  ეტაპობრივად, ნელ-ნელა გადავედი. დიახ, სწორად აღნიშნეთ, მე ვქმნი სამკაულებს როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის.

– როგორ  იქმნება სამკაული?

,,მქონია შემთხვევა რომ იდეა მომსვლია, გადამიტანია ფურცელზე და შემდეგ ამიწყვია სამკაული. არასოდეს ვიცი როგორი იქნება ნივთი წინასწარ. როდესაც სამუშაო მაგიდასთან ვჯდები და დავიწყობ წინ ქვებს, აი უკვე ამ დროს ჩემდაუნებურად თუ უკვე განზრახულად ვქმნი დიზაინს და ვაწყობ აქსესუარს.. გულწრფელად ვამბობ არცერთი მომხმარებელი არ მყავს ეთქვას ,,დავით იცი, აქ რაღაც ეს არ მომწონს” არასოდეს მქონია მსგავსი შემთხვევა. პირიქით, ამბობენ, რომ ენდობიან ჩემს გემოვნებას და მათ ნდობას ვამართლებ..

სამკაულის შექმნისას, განწყობას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ვერასოდეს გააკეთებ სამკაულს თუ შინაგანად ამისთვის მზად არ ხარ. შეკვეთის აღებაზეც ბევრჯერ უარი მითქვამს რადგან ვალდებულების გამო ნივთს ვერ შექმნიდი მითუფრო, როცა ეს ბუნებრივ ქვას ეხება. მუშაობის პროცესში განწყობა ქვასთან ჰარმონიულად განწყობილი უნდა იყოს, რომ დაკვეთა იდეალური გამოვიდეს. სამკაულის შექმნისას  უნდა იცნობდე  დამკვეთის ზოდიაქოს ნიშანს, იცოდე თუ რას ანიჭებს უპირატესობას. სამუშაო პროცესამდე, რამოდენიმე წუთით, ვიდეო ზარით ვესაუბრები დამკვეთს. შემდეგ ვიწყებ მის შეკვეთაზე მუშაობას.

– ემიგრაციამდე და შემდეგ, როგორ შეაფასებთ დღემდე, გავლილ გზას?

ემიგრანტულ ცხოვრებას ის ერთი უდიდესი და ამავდროულად პრიმიტიული თვისება აქვს, რომ ადამიანები ზუსტად ისეთები ხდებიან  როგორებიც ისინი სინამდვილეში იყვნენ.. ემიგრანტობა ქალსაც და კაცსაც, იმ ნიღაბს აგლეჯს სახიდან რომელსაც ის ამოფარებულია. ჩემს ამ სიტყვებს ყველა ემიგრანტი მიხვდება და ზუსტად ვიცი იტყვიან, – დავით მართალი ხარ. მხოლოდ ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ ადამიანი სამყაროს გვირგვინია და უფალმა ადამიანი ამ სამყაროს ბატონ პატრონად აკურთხა და თუ ჩვენ ადამიანური სახე დავკარგეთ მაშინ ჩვენ ყველაფერი დაგვიკარგავს.

უამრავი რამ გადავაფასე და ცხადია ეს  ემიგროანტობის გარეშეც ასე იქნებოდა რადგან წლების მატება ადამიანს ცვლის. Როგორი ჭკვიანიც არ უნდა იყოს ადამიანი. 25 წლის პიროვნების მიღებულ გადაწყვეტილებას და 35 წლისას შორის დიდი განსხვავებაა. შეცდომა 25 წლის ადამიანს  მეტი ექნება ვიდრე ზრდასრული ასაკისას. ემიგრანტობა მარტო იმად მიღირდა გამეგო გულით, სისხლით, სულით… თუ რა არის სამშობლოს სიყვარული ამ თემაზე მეტს მე არაფერს ვიტყვი რადგან ამ წინადადებაში ყველაფერი ვთქვი, თუმცა, არავის ვუსურვებ ემიგრანტი გახდეს..

მოყვასის სიყვარული, ბოროტის მყოფელისთვის მიტევების ძალა, კულტურა, ზრდილობა, პატივისცემა იმის რაც შეიძლება შენ საერთოდ არც კი მოგწონდეს, მზაობა იმისათვის რომ შენ ვერ გახდები ვერც იტალიელი, ვერც, ფრანგი და ვერც ნორვეგიელი. შენ უნდა იყო და დარჩე ქართველად და შენ შენი ქვეყნის სახე უნდა იყო სადაც არ უნდა წახვიდე და თუ ამას ახერხებს ადამიანი მაშინ ის პატივცემული და დაფასებულია სადაც არ უნდა წავიდეს და იცხოვროს.. რეალიზებული და უკვე წარმატებულია.

ემიგრაციაში, სირთულეები და წინააღმდეგობები დღესაც არის და მუდამ იქნება.. ეს არის შური, ბოღმა და ადამიანთა უმეცრება.. მიხვდებიანი ის ადამიანები, თან უცხო არცერთი რომ არ არის. მათ უბრალოდ გულზე ეკალივით ესობათ თუ ხედავენ წარმატებული ხარ, წინ მიიწევ, ხალხს უყვარხარ, პატივს გცემენ. ამ კატეგორიის ხალხი ბოღმას გამოხატავენ კომენტარებში, მათნაირ ადამიანებთან. ცდილობენ რომ რაღაცით ხელი შეგიშალონ. ამ ყველაფრის მიუხედავად, მუდამ სიყვარულით ვუდგები და ვეუბნები, – მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გინდა რომ მოგექცნენ.

ჩემი ბრენდის ბედი უფალს მივანდე და ყოველთვის ვთხოვ წარმატებას მივაღწიო. ღვთის შემდეგ DAME – Ს სიძლიერე არიან თვით ის ადამიანები, რომლებიც კომენტარებში მლოცავენ. ისინი, ვინც შეკვეთას აკეთებს და ვინც მორალურ მხარდაჭერას გამოხატავს. 

DAME – ს განვითარება და სამომავლო სტრატეგია

ჩემი სამომავლო გეგმები შემდეგია, თუ ცხადია ეს ღვთის ნება იქნება იტალიასა და საქართველოში მაშტაბური ლოკაციების შექმნა, სადაც შევძლებ დავასაქმო ადამიანები და მათ ცხოვრებაში იმედის სხივი გავაჩინო. სხივი, რომელიც გადაიქცევა სითბოდ. იცხოვრებენ ბედნიერად..

მინდა ადამიანებმა თქვან ,,მე კომპანია DAME – Ს თანამშრომელი ვარ და ამით ვამაყობ”.

Და თუ უფალმა მე მაჩუქა სიცოცხლის კიდევ ბევრი წელი, ჩანაფიქრის რეალიზებას შევძლებ ღმერთისა და ჩემი მომხმარებლების წყალობით..  ადამიანი, როდესაც წარმატებას აღწევს და ივიწყებს მის პირველ თეთრს, შემოსავლის  რომელიც  პირველი ნაბიჯების გადადგმას მილიონად ეჩვენებოდა და წარმატებას მხოლოდ საკუთარ თავს უმადლის, Ასეთი ყოველი საქმე იმთავითვე კრახისათვისაა განწირული. Როდესაც ჩემი პირველი შეკვეთა გავყიდე და ავიღე 20 ევრო. Შეკვეთაზე, რომელზეც სამი დღე ვიმუშავე, ის ოცი ევრო დღემდე ჩარჩოში ჩასმული მაქვს თავისივე შესაბამისი დასათაურებით..

“Შრომითა და ოფლითა შენითა მოიპოვებედი და ჰშჭამდე პურსა შენსა,, DAME- ს განვითარებაში  და ყოველ წინგადადგმულ ნაბიჯში,  ყველას უდიდესი წვლილი მიგიძღვით.  მადლობა ცამდე თითოეულ თქვენგანს.  თქვენ,  DAME- ს სიძლიერე ხართ. ვისარგებლებ შემთხვევით და მივულოცავ ჩემს ემიგრანტებს, საქართველოს, ყველას დამდეგ შობა – ახალ წელს. სიკეთით, სიყვარულით სავსე გულებით გვეცხოვროს. დიდი სიყვარულით თქვენი დავიდ რინალდი

თქვენი ცხოვრების დევიზი

,, მოაგროვე საუნჯე ცათა შინა და არა ქვეყანასა ზედა”.

ინტერვიუ მოამზადა ნათია ვასაძემ. იტალია/ნეაპოლი

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts