ხვალ, პარასკევს, 14 მარტს, მოსალოდნელი უამინდობის გამო, იტალიის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში სკოლები დაიხურება. განსაკუთრებით, ემილია-რომანიაში, სადაც სამოქალაქო დაცვის სამსახურმა წითელი დონის გაფრთხილება გამოაცხადა. სინოპტიკოსებით თქმით მოსალოდნელია მდინარეების ადიდების რისკები და მეწყერები რის გამოც, სკოლები დაიხურება ბოლონიაში, მონჯიდოროში, იმოლაში და სავენა-იდიჩეს კავშირის ყველა მუნიციპალიტეტში. ასევე, რავენას პროვინციაში ყველა საშუალო სკოლა დაიხურება, ხოლო ალფონსინეში, ბანაკავალოში, ბანარა დი რომანიაში, კაზოლა ვალსენიოში, კასტელ ბოლოგნეზეში, კონსელიჩეში, კოტინიოლაში, ფუზინიანოში, ლუგოში, მასა ლომბარდაში, რიოლო ტერმეში, სანტ’აგატა სულ სანტერნოში და სოლაროლოში ყველა დონის სკოლა დაიხურება.
სკოლები ასევე დაიხურება ტოსკანაში, სადაც გამოცხადებულია ნარინჯისფერი დონის გაფრთხილება.
გაითვალისწინეთ, რომ შეჩერებული სასწავლო დღეები არ ანაზღაურდება, რადგან ეს განიხილება როგორც “გაუთვალისწინებელი გარემოება”.
ინფორმაცია განახლების პროცესშია, და შესაძლებელია, რომ სხვა მუნიციპალიტეტებიც დაემატონ ამ სიას უახლოეს საათებში.









