BREAKING

იტალია

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს გაფრთხილება – დასავლეთ ნილოსის ცხელება

იტალიის ჯანმრთელობის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს: ქვეყანაში გამოვლინდა დასავლეთ ნილოსის ვირუსით (West Nile Virus – WNV) ინფიცირების შემთხვევები. დაავადება ვრცელდება ინფიცირებული Culex-ის გვარის კოღოს ნაკბენით და შესაძლოა დააინფიციროს ფრინველები, ზოგიერთი ცხოველი და იშვიათად – ადამიანები.

📌 გადაცემის გზა
ადამიანი ვირუსს იღებს მხოლოდ კოღოს ნაკბენით. დაავადება არ გადადის ადამიანიდან ადამიანზე.

📍 სიმპტომები
ინფიცირების შემთხვევაში, გამოვლინდება:

  • ცხელება
  • თავის ტკივილი
  • გულისრევა და ღებინება
  • ლიმფური კვანძების შეშუპება
  • გამონაყარი კანზე

🔴 მძიმე ფორმები – იშვიათად (1%-ზე ნაკლებ შემთხვევაში):

  • მენინგიტი
  • ენცეფალიტი
  • კუნთოვანი სისუსტე და დუნე დამბლა

🧓 რისკ-ფაქტორები

  • ხანდაზმული ასაკი
  • იმუნური სისტემის დაქვეითება

🛡️ პრევენციის რჩევები
მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობა არ გამოცხადებულა, მნიშვნელოვანია პრევენციული ზომების მიღება:

  • გამოიყენეთ მწერების საწინააღმდეგო სპრეები
  • ატარეთ ღია კანის დამფარი ტანსაცმელი
  • კარებსა და ფანჯრებზე დააყენეთ ბადეები
  • გამოიყენეთ ლარვიციდები წყლის დაგუბების ადგილებში (კანალიზაცია, ჭები, ქოთნები) – ყოველ 15 დღეში ერთხელ
  • აუზები და წყლის კონტეინერები დაცალეთ ან დაფარეთ
  • აღმოფხვრეთ ყველა ადგილი, სადაც კოღოს ლარვები შეიძლება განვითარდეს

ℹ️ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ვებსაიტებზე, ან დარეკეთ ნომერზე 1500.

🔗 ოფიციალური ბმული:
იტალიის ჯანმრთელობის სამინისტრო – West Nile

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts