იტალიაში, ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათგან, ორი ქართველია.
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გუშინ საღამოს სახელმწიფო გზის 655 Bradanica-ს გასწვრივ, ლაველოს სან ნიკოლა დი მელფთან მოხდა. ტრაგედიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 37 და 34 წლის ქართველები და 27 წლის იტალიელი მამაკაცი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა: ერთ-ერთში ქართველები იმყოფებოდნენ, ხოლო მეორეში 27 წლის კაცი, რომელიც წარმოშობით მატერადან იყო.
ავტომობილებიდან ცხედრების ამოსაღებად სპეციალური სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო.









