იტალიაში, 2025 წლის 10 თებერვალს, კამპანიის რეგიონში (სალერნო, ნეაპოლი და კაზერტა) ჩატარებული ოპერაციის შედეგად, 36 პირი დააკავეს, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან არალეგალური იმიგრაციის ხელშეწყობაში.
ოპერაცია კარაბინერების მიერ ჩატარდა, სალერნოს პროვინციის ფინანსური გვარდიის მხარდაჭერით, სალერნოს მაფიის წინააღმდეგ ბრძოლის დირექტორატის დავალებით. დაკავების ორდერები ეჭვმიტანილთა მიმართ სალერნოს სასამართლოს მოსამართლემ გამოსცა.
ბრალდებები მოიცავს დანაშაულებს, როგორიცაა კრიმინალური გაერთიანება არალეგალური იმიგრაციის ხელშეწყობის მიზნით, კორუფცია, საჯარო დოკუმენტების გაყალბება და ფულის გათეთრება.
დაკავებებთან ერთად, განხორციელდა უკანონოდ მიღებული თანხების პრევენციული კონფისკაცია, რომლებიც მიღებული იყო 2020 წლიდან დადგენილი “Decreto Flussi”-ს და “Emersione”-ს თაღლითური გამოყენებით. გამოძიება გრძელდება, რათა დადგინდეს დანაშაულის მასშტაბი და გამოვლინდეს სხვა შესაძლო მონაწილეები ამ უკანონო საქმიანობაში.
წყარო: stranieriinitalia.it