BREAKING

იტალიასპორტი

სწორი გზით მწვერვალისაკენ – გაიცანით ფლორენციის საფეხბურთო აკადემიის ფეხბურთელი საბა ტალახაძე

AprioriTV გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს იტალიაში მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდა ფეხბურთელთან საბა ტალახაძესთან, რომელიც სპორტული კარიერის სტარტს ფლორენციიდან იღებს. საბა 20 წლისაა და ფოლორენიის საფეხბურთო კლუბ A.S.D. Lastrigiana-ში თამაშობს.

2004 წლის 18 ნოემბერს დავიბადე. ფეხბურთის თამაში პატარაობიდანვე დავიწყე, 10 წლის ვიყავი მშობლებმა პივრელად რომ მიმიყვანეს ზესტაფონის გუნდში “ზესტაფონი 2004“-ში. ჩემი პირველი მწვრთნელი მამუკა ფუტკარაძე იყო. ახლა იტალიაში, ფლორენიიც ერთ-ერთ კლუბში A.S.D. Lastrigiana-ში ვთამაშობ. ამ კლუბში 2 წლის წინ ჩავირიცხე და ჩემი პოზიციაა ცენტრალუტი თავდასხმელის უკან და კიდევ რამოდენიმე ადგილზეც შემიძლია თამაში, როგორც ცენტრალური თავდამსხმელი, მარჯვენა და მარცხენა თავდამსხმელი და ასევე მარჯვენა და მარცხენა ნახევარ მცველი. რაც შეეხება კითხვას, ვინ არის ჩემთვის მისაბაძი ფეხბურთელი, რონალდოს დავასახელებდი. დიდ პატივს ვცემ რონალდოს როგორც პროფესიონალს, პირველ რიგში მის დისციპლინას. ჩემს საყვარელ კლუბს რაც შეეხება, საყვარელი კლუბი მილანი და მანჩესტერ უნაიტედია.

საქართველოში რა მიღწევები გქონდა, მხოლოდ ზესტაფონის ასაკობრივ გუნდში თამაშობდი თუ დიდ გუნდშიც ჩაგიტარებია თამაშები. თუ ყოფილხარ ასაკობრივი ნაკრებების ყურადღების არეალში

– ზესტაფონის გუნდის გარდა მითამაშია თბილისის “დინამოში“ და “საბურთალოში“ 13 წლამდე, შემდეგ კი იტალიაში წამოვედი. ნაკრების ყურადღების არეაში არ ვყოფილვარ ჯერჯერობით.

– სხვაობა როგორია ვარჯიშების, კვების რეჟიმის, თამაშების და ფეხბურთელების დონეს შორის საქართველოში სადაც თამაშობდი და იტალიაში ეხლა სადაც თამაშობ

-საქართველოში კლუბებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა. 11 წლის ვიყავი როცა ზესტაფონის გუნდი დავტოვე და “დინამოში“ წავედი. განსხვავება ძალიან დიდი იყო ვარჯიშის დონით და ასევე თამაშითაც. რამოდენიმე თვის შემდეგ გადავედი “საბურთალოში“ იმიტომ რომ სათამაშო დრო ცოტა მქონდა. “საბურთალოში“ წელიწადი და რამოდენიმე თვე ვიყავი. განსხვავება “დინამოსა“ და “საბურთალოს“ შორის დიდა, იქ უფრო მეტი ყურადღება იყო ბავშვების მიმართ, მაგრამ ასე მოხდა რომ კლუბის დატოვება მომიწია. სამწუხაროდ არცეთ კლუბში კვების რეჟიმს განსაკუთრებული ყურადღბა არ ეთმობოდა, არ ვიცი რატომ, საჭირო არ იყო თ პატარები ვიყავით, არ ვიცი. რაც შეეხება ჩემს იტალიაში წამოსვალს აქ უფრო დიდი მიღწევები დამიგროვდა ვიდრე საქართველოში (ლა პიეტა 2004) პირველი გუნდია სადაც 3 წელი გავატარე. სამ წელიწადში ჩემპიონატი ორჯერ მოვიგეთ და ერთხელ ქალაქის ტურნირი, სადაც შვიდ თამაშში 14 გოლი გავიტანე. ეს 13-16 წლამდე. შემდეგი გუნდი “ძენიტი“ იყო სადაც 3-4 თვე ვვარჯიშობდი.

სამწუხაროდ კოვიდის გამო ყველანი გაჩერებულები ვიყავით თითქმის 2 წლის განმავლობაში, მის მერე კლუბი დავტოვე. მესამე გუნდი “ლასტრიანა“ არი სადაც 2 წელია ვთამაშობ, 2 სეზონის განმავლობაში ერთხელ გვაქ მოგებული ჩემპიონატი სადაც ტოსკანის რეგიონში საუკეთესო გუნდად დავსახელდით და ამ ჩემპიონატის მოგების შემდეგ გავედით იტალიის ტურნირზე, სადაც იტალიაში საუკეთესო გუნდები ასპარეზობდნენ. ეს ტურნირიც მოვიგეთ და იტალიის ჩემპიონებად დაგვასახელეს.

რაც შეეხება განსხვავებას საქართველოსა და იტალიის შორის ძალიან დიდია. უფრო ყურადღებას აქცევენ ფეხბურთელებს და ძალიან დიდი შანსია რომ პროფესიონალური ფეხბურთელი გახდე. განსხვავება საქართველოს პირველ და მეორე ლიგასა და იტალიას შორის სადაც ეხლა ვთამაშობ და სადაც მითამაშია, თამაშის და ვარჯიშის დონე თითქმის იგივეა. რაც შეეხება კვებას, იტალიაში შესაძლებელია რომ გუნდის ექიმმა შეუდგინოს კვება, სავარაოდოდ საქართველოშიც ასე იქმება, მაგრამ რამდენადაც მე ვიცი, ჩემი მეგობრიდან, საქართველიში არავინ არ იცავს სწორ კვებას.

ჩემი კვების რეჟიმი, ჩემ გუნდის ექიმს არ შეუდგენია, მამუკა რაშოიანმა, ფლორენციაში მცხოვრებმა ქართველმა ნუტრიციოლოგის რეზიდენტმა შემიდგინა.

იცით ალბად ვისზე ვსაუბრობ. მამუკას ძალიან კმაყოფილი ვარ როგორი შედეგიც მინდოდა ისეთი მივიღე. შეიძლება ითქვას რომ უკეთესიც. ძალიან კარგი ადამიანია. მე და მამუკა რაღაც პერიოდი ფიტნესზე ერთად დავდიოდით და ყველაფერს დამაკვირვა და ამიხსნა თითოეული კუნთის სწორედ ვარჯიში ბევრი საჭირო და სასარგებლო წესები ვისწავლე მამუკასგან და დიდი განათლება მომცა კვებისა და სწორად ვარჯისშში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო, მან დიდი როლი ითამაშა ჩემ ცხოვრებაში. თითქმის 2 წელია რაც მამუკას რეჟიმით ვიკვებები და დიდი ცვლილება მივიღე. ფიზიკურად დავრწმუნდი რომ სწორი კვება აუცილებელია სპორტცმენისთვის.

– შენი ასაკიდან გამომდინარე, უნდა ფიქრობდე პროფესიონალურ გუნდში თავის დამკვიდრებაზე, თუ გაიარე სინჯები რომელიმე გუნდში, იგივე სერია D-ში, C-ში? გყავს მენეჯერი თუ არ და თუ ფიქრობ მენეჯერის აყვანას, რომელიც უზრუნველყოფს შენ კარიერულ წინსვლას?

– წელს არ ვფიქრობ სერია D-ში ან C-ში თამაშს, ეს უფრო მომავალ წელს, იმიტომ რომ მე მანამდე 19 წლამდელებში ვთამაშობდი და წელს გადავედი უმაღლეს ლიგაში და გამოცდილების მისაღებად ვფიქრომ რომ ეს ერთი წელი კიდევ უნდა მოვიცადო და უკვე მომავალ წელს აუცილებლად უნდა ვცადო D ან C. რაც შეეხება მენეჯერს (აგენტი) არ მყოლია და არ ვიცი როგორ უნდა ავიყვანო.

– საქართველოს რომელიმე გუნდიდან რომ გქონდეს შემოთავაზება თუ დათანხმდები სამშობლოში დაბრუნებას?

– საქართველოს გუნდებიდან რომ მქონფეს შემოთავეზება არ დავბრუნდებოდი, იმიტომ უკვე მივიღე ეს გადაწყვეტილება ბავშვობაში. სამწუხაროდ საფეხბურთო „ლეველით“ და ასევე სწავლით (მე აქ სპორტის გარდა ვსწავლობ) იტალია სჯობს. ჩემი აზრით მე საქართველოში რომ გავჩერებულიყავი აუცილებლად ვითამაშებდი უმაღლეს ლიგაში და ახალგაზრდულ ნაკრებშიც ვიქნებოდი გამოძახებული ჩემი მონაცემების გამო, მაგრან ეს გადაწყვეტილება უკვე მივიღე ბავშვობაში და ამას უკვე ვეღარ შევცვლი.

– რა არის შენი საფეხბურთო ოცნება და როგორ ფიქრობ რამდენად სწორად მიდიხარ? ან რა ხელისშემშლელი გარემოებებია უფრო დიდი პროგსესისთვის?

– იმედია მომავალ წელს 21 წლიანთა ნაკრებში ვითამაშებ. საფეხბურთო ოცნება ის არის რომ პროფესიონალურ გუნდში მოვხვდე, ჩემი გუნდი სერია E-ში თამოშობს პროფესიონალური ლიგა სერია D-დან იწყება, ასე რომ მომავალ წელს აუცილებლად უმდა ვცადო D ან C გუნდებში სინჯები.

ჩემი აზრით სწორ გზაზე ვარ, უბრალოდ დროს მოითხოვს, ხელშემშლელი გარემოც ბევრჯერ მქონია, ისევ ქართველი ყოფილ მეგობრებიდან სტყვიერი, ბევრს უთქვამს რომ ფეხბურთელი ვერ გამოვიდოდი და აღარ უნდა ვიოცნებო. ამ დრომ 16 წლის ვიქმებოდი, მაგრამ ისინი ვერ ხვდებოდნენ რომ ამით უდრო ვძლიერდებოდი და ასე რომ მალე დავუმტკიცებ ყველას. ბევრი მსხვერპლი გავიღე და ჩემ თავში დარწმუნებული ვარ რომ ფეხბურთელი გავხვდები, დრო არის საჭირო.

ინტერვიუ ჩაწერა ალექსანდრე ნიქაბაძემ, AprioriTV-ს სპორტულმა ჟურნალისტმა იტალიაში

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts