BREAKING

იტალია

Domina-სა და Geo House-ის მორიგი ტრენინგი ბარიში – ემიგრანტებისთვის ფსიქოლოგიის პრაქტიკული გაკვეთილი

ბარიში ემიგრანტი ქალებისთვის ფსიქოლოგიის ტრენინგი გაიმართა

21 თებერვალს, ქალაქ ბარიში, საემიგრაციო ორგანიზაცია Geo House-სა და კვლევითი ცენტრი Domina-ს ერთობლივი სასწავლო კურსის მეხუთე ტრენინგი გაიმართა. ამჯერად შეხვედრის თემა ფსიქოლოგია იყო, რომელსაც იტალიელი ფსიქოლოგი მარტინა დეკანდია უძღვებოდა.

ტრენინგის მიზანი ემიგრანტი ქალებისთვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერის გაწევა და სტრესთან გამკლავების პრაქტიკული მეთოდების გაცნობა იყო. მარტინა დეკანდიამ ისაუბრა ემიგრაციის შედეგად გამოწვეული ემოციური გამოწვევებისა და მათი დაძლევის გზებზე, როგორიცაა სტრესის მართვა, კონფლიქტების გადაჭრა, თვითშეფასების ამაღლება და სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ბალანსის დაცვა.

ტრენინგის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრამ მათ მისცა შესაძლებლობა, გაეზიარებინათ თავიანთი გამოცდილება და მიეღოთ პრაქტიკული რჩევები ფსიქოლოგიური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად.

Geo House და Domina აგრძელებენ ემიგრანტი ქალებისთვის საგანმანათლებლო და მხარდამჭერი პროგრამების ორგანიზებას, რაც მათ საზოგადოებაში ინტეგრაციისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების საშუალებას აძლევს.

კურსებზე რეგისტრაციის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომრებს:

+39 0805217115

+39 327 093 4122

+39 333 112 6545

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts