BREAKING

იტალია

CIE – ციფრული დოკუმენტი – ის რაც ემიგრანტმა უნდა იცოდს

დღეს განვიხილავთ SPID – ს (Sistema Pubblico di Identità Digitale) და CIE – ს (Carta d’Identità Elettronica) იდენტურობის ციფრული სისტემებია, რომლებიც იტალიაში გამოიყენება, რათა მოქალაქეებს და რეზიდენტებს შეუძლიათ უსაფრთხოდ მიიღონ წვდომა სხვადასხვა ონლაინ სერვისებზე და სახელმწიფოსა თუ კერძო სექტორის ელექტრონულ პლატფორმებზე.

Spid-ი გამოიყენება ონლაინ მომსახურეობების მისაღებად, როგორიცაა: წვდომა სახელმწიფოს, რეგიონების, მუნიციპალიტეტების და კერძო კომპანიების მომსახურებებზე (მაგალითად, INPS, Agenzia delle Entrate, Comune).

CIE ასევე არის ელექტრონული პირადობის მოწმობა, ის მრავალფუნქციურია: გამოიყენება როგორც პირადობის დასადასტურებლად, ასევე ონლაინ ავტორიზაციისთვის, ასევე მას აქვს საერთაშორისო აღიარება: ის არა მხოლოდ იტალიაში, არამედ ევროკავშირის ქვეყნებშიც ლეგალური დოკუმენტია.

მობილური ინტეგრაცია: CIE შეიძლება გამოიყენოთ აპლიკაციების საშუალებით, როგორიცაა CIE ID, რათა წვდომა მიიღოთ ონლაინ სერვისებზე.

Spid-ს ემიგრანტი აუდიტორია იცნობს, თუმცა აღსანიშანავია რომ CIE-ს შესახებ ნაკლებად ინფორმირებულია. როგორც ზემოთ გითხარით CIE არის ელექტრონული პირადობის მოწმობა ანუ CARTA IDENTITA’ ELETRONICA. თუკი მივყვებით მითითებებს და გავააქტიურებთ პირადობის მოწმობას ისე როგორც ამას ინსტრუქცია მოითხოვს, ჩვენ ხელთ გვექნება ციფრული პირადობის მოწმობა SPID ის ყველა ფუნქციით.

როგორ ხდება CIE – ს გააქტიურება? განმარტებები და რჩევები ქართულ-იტალიური საემიგრაციო ასოციაცია Geo House-სგან.

✅ მას შემდეგ რაც ვაწარმოებთ განაცხადს საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის შესახებ, ანუ ე. წ ჩაწერა პრაქტიკა დასრულება დადებითი პასუხით, მოქალაქეს აქვს უფლება განაცხადი გააკეთოს პირადობის მოწმობაზე. ე. წ ,Carta d’identità, რომელსაც ვალიდურობა აქვს 10 წელი, მაგრამ ბინადრობის მოწმობის (პერმესოს) გარეშე არ აქვს ძალა.

✅ განაცხადის გაკეთების დროს მუნიციპალიტეტის განყოფილება გვაძლევს დროებით საბუთს, რომელიც ვალიდურია უკვე როგორც პირადობის მოწმობა. ეს საბუთი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მასზე მოცემულია პინის და პუკის პირველი ნაწილი –ამ მონაცემებით ხდება შემდგომ რეგისტრაცია.

ამ პროცედურის დროს სავალდებულოა მივუთითოთ ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი .

✅ განაცხადის გაკეთებიდან 4–6 დღეში მზა პირადობის მოწმობა იგზავნება მისამართზე, შესაძლებელია ასევე უშუალოდ გამოვიტანოთ ადგილობრივ კომუნას განყოფილებიდან.

✅პირადობის მოწმობა განთავსებულია ფურცელზე, რომელზეც ასევეა მოცემული პინის და პუკის მეორე ნაწილის ციფრები–ესეც მიშვნელოვანია რეგსტრაციის პროცესისათვის.

თუ თქვენ ეს ზემოთ აღნიშნული დოკუმენტები მოგეპოვებათ, შესაძლებელია მოხდეს ელექტრონული პირადობის მოწმობის ანუ CARTA IDENTITA’ ELETRONICA–ს რეგისტრაცია შესაბამის საიტზე და თქვენ ხელთ გექნებათ თქვენი ციფრული იდნეტობა –CIE , რაც ნიშნავს რომ აიცილებთ ბევრი დროის ხარჯვას გრძელ რიგებში სხვადასხვა სერვისებისათვის, საჯარო დაწესებულებების საიტებიდან მოახდენთ თქვნთვის სასურველი ინფორმაციის და სერთიფიკატების გადმოტვირთვას და ცხოვრება გახდება ცოტათი უფრო მარტივი და მოქნილი ამ ბიუროკრატიულ რეალობაში.

მოკლედ მარტივად რომ ვთქვათ, ჯიბეში გიდევთ თქვენი იდენტურობის დამადასტურებელი ონლაინ ვერსია .

რეგისტრაცია ხდება შემდეგ საიტზე

https://www.cartaidentita.interno.gov.it

ვაკონკრეტებთ, რომ აუცილებელია გქონდეთ პინის და პუკის კოდები, სხვა შემთხვევაში რეგისტრაცია შეუძლებელია

თუ არ გაქვთ კოდები, შესაძლებელია ასევე აღდგენა

დამატებითი დეტალებისათვის მზად ვართ დახმარებისათვის.

☎️ 3270934122

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts