BREAKING

იტალია

ამინდის გაფრთხილება: მაღალი ტემპერატურა იტალიის სამხრეთ რეგიონებში

პულია, იტალია — 30 ივნისი 2025

იტალიის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მომდევნო დღეებში პულიასა და სამხრეთ იტალიის სხვა რეგიონებში მოსალოდნელია განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა. დღეის მდგომარეობით, ტემპერატურა პულიაში აღწევს 32°C-მდე, ხოლო მომდევნო დღეებში მოსალოდნელია მატება 34°C-მდე.

ამინდის პროგნოზის თანახმად:

  • 1 ივლისიდან 4 ივლისამდე დაფიქსირდება მზიანი და ძალიან ცხელი ამინდი.
  • დღის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება 33–34°C, ღამის – 23–25°C ფარგლებში.
  • გავრცელებულია ყვითელი დონეს გაფრთხილება სიცხის გამო, რაც ნიშნავს ზომიერ სითბურ საფრთხეს, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის (ხანდაზმულები, ბავშვები, ქრონიკული დაავადების მქონენი).

მოსახლეობას ურჩევენ:

  • მიიღონ მეტი წყალი და თავიდან აიცილონ მზეზე ხანგრძლივი ყოფნა დღის პიკზე;
  • საჭიროების შემთხვევაში შეამცირონ ფიზიკური აქტივობა ღია სივრცეში;
  • ყურადღება მიაქციონ ჯანმრთელობის ცვლილებებს და გაითვალისწინონ ადგილობრივი სამედიცინო სამსახურის რეკომენდაციები.

ინფორმაცია მზადებულია AprioriTV-ის მიერ, ემიგრანტებისთვის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მიზნებისთვის.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📍 ძლიერი მიწისძვრა ნეაპოლის პროვინციაში კამპი ფლეგრეიში — ბოლო წლების ყველაზე ძლიერი ბიძგი

📍ყალბი დოკუმენტებით აღებული კოდიჩე ფისკალეს მქონე ემიგრანტებისთვის მნიშვნელოვანი გაფრთხილება

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts