BREAKING

იტალია

200 ქართველი ემიგრანტი და პირველად VESTA-ს ისტორიაში Geo House-ის სტენდი რომში გამართულ კონგრესზე

2025 წლის 5 ივნისს, რომში იტალიის ეროვნული ასოციაცია Domina-მ ორგანიზება გაუწია წლევანდელ კონგრესს, რომელიც ემიგრანტი შრომითი მუშაკების inteგრაციის, უფლებებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას ეძღვნებოდა. ღონისძიებას 200-ზე მეტი ქართველი ემიგრანტი დაესწრო.

კონგრესის ფარგლებში ჩატარდა ვორქშოპები და პროფესიული სექციები, სადაც აქტიურად იმსჯელეს შრომითი ბაზრის გამოწვევებსა და პერსპექტივებზე. განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო საქართველოს კონსულის, ქალბატონი ეკატერინე ნინუას დასწრება, რომელიც სიტყვით გამოვიდა და ხაზგასმით აღნიშნა იმ ქართველი ემიგრანტების წვლილი, ვინც წლების განმავლობაში პროფესიონალურად მუშაობს იტალიაში და ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას.

ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს კონსული იტალიაში, ქალბატონი ეკატერინე ნინუა, რომლის მონაწილეობამ კონგრესს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა.

ღონისძიების ერთ-ერთი განსაკუთრებული მომენტი იყო ემიგრანტებისთვის კარგად ცნობილი ორგანიზაცია Geo House-ის სტენდის პრეზენტაცია, რომელიც პირველად გამოჩნდა VESTA-ს ისტორიის განმავლობაში. სტენდთან ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება ჰქონდა პირადად გასცნობოდა ორგანიზაციის მრავალწლიან საქმიანობას. Geo House უკვე 15 წელია ემსახურება ქართველ ემიგრანტებს, მათ შორის სამუშაო ვიზებით, დეკრეტო ფლუსის განაცხადებით, ბინადრობის ნებართვის რეგულირებითა და ფართო საკონსულტაციო მომსახურებით.

Domina-ს წლევანდელი კონგრესი ნათლად აჩვენებს, რომ ქართული დიასპორა აქტიურად მონაწილეობს იტალიაში მიმდინარე პროფესიულ და სოციალურ პროცესებში, ხოლო მსგავსი ღონისძიებები, როგორიც VESTA-ს ვორქშოპია, ხელს უწყობს ემიგრანტთა ინტეგრაციას, ცნობიერების ამაღლებას და პროფესიულ გაძლიერებას.


Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts