ინტერვიუ „ბეტა ჰოლდინგის“ მენეჯერთან, გენო ირემაძესთან
— ბატონო გენო, როგორ შეაფასებდით 2025 წელს Beta Holding-ისთვის?
2025 წელი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავდროულად გამოწვევებით სავსე პერიოდი იყო. ეს იყო წელი, როდესაც კომპანიამ არა მხოლოდ მოცულობით, არამედ ხარისხითაც გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები. გაიზარდა გუნდი, სრულად განახლდა ტექნიკური ბაზა და შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც გვაძლევს საშუალებას უფრო სტაბილურად და სისტემურად ვიმუშაოთ.
— რამდენად მნიშვნელოვანი იყო ადამიანური რესურსის ზრდა ამ პროცესში?
ძალიან მნიშვნელოვანი. მხოლოდ 2025 წელს Beta Holding-ის გუნდს დაემატა ახალი პროფესიონალები სხვადასხვა მიმართულებით. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს Beta Print-ის მიმართულება, სადაც ადამიანური რესურსი 15 ახალი თანამშრომლით გაიზარდა. ეს არ იყო მხოლოდ რაოდენობრივი ზრდა, ეს იყო ხარისხზე ორიენტირებული შერჩევა, რაც პირდაპირ აისახა შესრულებული სამუშაოების დონეზე.
Beta Print — ტექნიკური ბაზის სრულმასშტაბიანი განახლება
— რა შეიცვალა Beta Print-ში ტექნიკური თვალსაზრისით?
შეიძლება ითქვას, რომ Beta Print-ის ტექნიკური ბაზა ფაქტობრივად სრულად განახლდა. შევიძინეთ თანამედროვე პოლიგრაფიული საბეჭდი დანადგარები, რომლებიც გვაძლევს საშუალებას ვიმუშაოთ პრემიუმ სეგმენტში — მათ შორის ოქროსფერი და ვერცხლისფერი ფოლგირება, შერჩევითი ლაქის ბეჭდვა, ასევე მაღალი სიზუსტის პოლიგრაფიული წარმოება. დამატებით შევიძინეთ ფართო ფორმატიანი ჰიბრიდული UV ბეჭდვის აპარატი, რითაც ლიდერი გავხდით დასავლეთ საქართველოში. აღნიშნული ტექნიკა მნიშვნელოვნად ზრდის როგორც ხარისხს, ასევე წარმოების სისწრაფესა და შესაძლებლობებს.


BetaEvent— მასშტაბური პროექტები ქვეყნის მასშტაბით
— როგორ შეაფასებთ 2025 წელს BetaEvent-ისთვის?
Beta Event-ისთვის 2025 წელი განსაკუთრებით გამორჩეული იყო. კომპანიამ განახორციელა არაერთი მასშტაბური პროექტი ქვეყნის მასშტაბით. გამოვყოფდი რამდენიმე მათგანს: „ტურისტერი“, „გამომყევი აჭარაში“, „ბათუმობა“, „საქართველოს დამოუკიდებლობის დღე“, „რომაული ფესტივალი“, „აგრარული ფორუმი“, ურეკის სეზონის გახსნა, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, „მთის ფესტივალი“, ბათუმში საახალწლო ღონისძიებების ორგანიზება, ყავის ფესტივალი, „ოქროს თვალი“ და სხვა.



— დაემატა თუ არა ახალი ტექნიკა?
დიახ. შევიძინეთ ეფექტური ივენთ-აპარატურა — ახალი სცენა, განათება, გახმოვანება, ასევე ნებისმიერი ტიპის ღონისძიების ორგანიზებისთვის საჭირო ყველა აუცილებელი აპარატურა და ინვენტარი.



BetaMaterials— სტაბილური განვითარება
— როგორ განვითარდა BetaMaterials 2025 წელს?
Beta Materials-საც წარმატებული წელი ჰქონდა. გაიზარდა მოთხოვნა, დაიხვეწა პროცესები და გაძლიერდა მისი როლი ჰოლდინგის საერთო სტრუქტურაში, როგორც სანდო და სტაბილური მასალების მომწოდებლის.
ინფრასტრუქტურული განვითარება
— რა ხდება ინფრასტრუქტურის მიმართულებით?
2025 წელს Beta Holding-მა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ინფრასტრუქტურული განვითარების კუთხით. სოხუმის ქუჩა #16-ში დასრულებულია მშენებლობის პროცესი და ნაწილობრივ განხორციელდა კეთილმოწყობა, რაც სრულად არის გათვალისწინებული Beta Print-ის საწარმოო პროცესების სწორად, ეფექტურად და კომფორტულად წარმართვისთვის.


ხედვა 2026 წლისთვის
— რა იქნება მთავარი აქცენტები 2026 წელს?
ჩვენი მიზანია ის საფუძველი, რომელიც 2025 წელს შეიქმნა, გადავაქციოთ კიდევ უფრო სტაბილურ და ეფექტურ სისტემად. გავაგრძელებთ ტექნიკურ განვითარებას, გუნდის გაძლიერებას და მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებას, როგორც ბიზნესისთვის, ისე საზოგადოებისთვის. Beta Holding-ისთვის მთავარი ღირებულება რჩება სანდოობა, პროფესიონალიზმი და გრძელვადიანი ხედვა.










