BREAKING

ინტერვიუ

პატარა ქართველი ბიჭი იტალიაში, რომელსაც უბანში ყველა სცნობს

თეა მეგრელიშვილი უკვე 18 წელია ემირაციაშია, როცა თავიდან ვკითხე თუ რამდენი წელია რაც ემიგრაციაშია, დაიბნა და გაუჭირდა პასუხის გაცემა, – რატო გადავწყვიტე მასთან ინტერვიუ? თეას ჰყავს 9 წლის ლევანიკო, რომელიც დაიბადა იტალიაში 2015 წელს და ჩვენი ინტერვიუც ლევანიკოზეა.

თეა და მისი შვილი ქ.ბარიში ცხოვრობენ, პირდაპირ ქალაქის ცენტრში, სადაც ყველაზე მეტი ხალხმრავლობა და მთავარი გულის ცემა იგრძნობა.

– თეა, ლევანიკომ რა ენაზე დაიწყო საუბარი? – ვკითხე თეას, „ქართულად დაიწყო საუბარი 2-3 წლის ასაკში, იტალიურად ცოტა გვიან ალაპარაკდა როცა საბავშო ბაღში შევიყვანე, თავიდან იყო ძალიან ჰიპერაქტიური ბავშვი, ენერგით სავსე. – ლევანი შენ სად ისურვებდი დაბადებულიყავი იტალიაში თუ საქართველოში? – ამჯერად კითხვა ლევანს დავუსვი,- (არც დაფიქრდა ) საქართველოში, იმიტომ რომ როცა საქართველოში ჩავდივარ იქ ბევრი მეგობარი მყავს და ყველას უნდა ჩემთან ერთად ყოფნა, ერთ დღეში შემიძლია ყველას დავუმეგობრდე. საქართველოში ბავშვები სხვანაირები არიან. ძალიან მიყვარს საქართველო და ყოველ ზაფხულს ჩავდივარ, მაგრამ იტალიაც მიყვარს, ამ ზაფხულს რო წავედით საქართველოში იტალია მენატრებოდა, აქ რო ჩამოვედით საქართველო მენატრებოდა და 3 დღე ვტიროდი. – გვიყვება ლევანიკო.

– აქ გყავს მეგობრები ? კი აქაც მყავს მეგობრები ქართველებიც და იტაიელები ,ჩემს კლასში ერთი ბავშვი მხოლოდ ჩემთან მეგობრობს, მაგრამ აქ ხშირად მიწევს ჩხუბი (იცინის ) ჩემს კლასში ბევრი ბავშვია რასისტი, ასევე უყვართ ბულინგი და მე არ მიყვარს როცა ვინმეს ჩაგრავენ და მინდა დავიცვა და ამის გამო ვჩხუბობ.

თეა: – ლევანი სხვანაირი გულის ბავშვია კი ხშირად ჩხუბობს და სულ იმის გამო რომ ვინმე დაიცვას, ძან კეთილი გული აქვს, ზოგჯერ ფულს ვაძლევ ხოლმე 2 ევროს ან 3 ევროს რომ სკოლიუს ბუფეტში რამე იყიდოს, ლევანი ფულს არ ხარჯავს სულ აგროვებს, ჩვენს უბანში ერთი კაცი ქუჩაში ცხოვრობდა ლევანის ყოველ დღე მიჰქონდა მასთან საჭმელი, რასაც ჩვენ სახლში ვაკეთებდით, ერთ დღეს ეს კაცი ეუბნება ხვალ ფეხი უნდა მომჭრან ოპერაცია უნდა გამიკეთონო, ლევანის ცრემლები წამოუვიდა სახლში გაიქცა მოგროვილი ხურდები ჩამოიტანა და 30 ევრომდე იქნეოდა ყველა აჩუქა.

– ლევანიკო სკოლაში როგორ სწავლობ? კარგად, მიყვარს მათემატიკა ძალიან, ასევე ვხატავ, ვიცი ინგლისური და რუსული ჩემით ვისწავლე (იცინის) მინდა ვისწავლო ქართული წერა და კითხვა, დავდივარ ასევე ფეხბურთზე, კარატეზეც დავდიოდი და გამოვედი, ბავშვებს რომ ვცემდი მეცოდებოდნენ (იცინის) როცა გაიზრდები სად გინდა იცხოვრო ? აქ სადაც ეხლა ვარ, იმიტო რომ აქ ყველაფერი ვიცი, ყველას ვიცნობ და ყველას ვუყვარვარ, დედა როცა მიშვებს გარეთ მხოლოდ ამ უბანში უნდა ვიყო შორს არ მივდივარ.

თეა – თუ ბინის გამოცვლა მომიწია ისევ აქ უნდა მოვძებნო, იმიტომ რომ ლევანიკოს აქ ყველა იცნობს და უყვართ ძალიან, როცა ქვემოთ ვუშვებ არ მეშინია, ყველა ყურადღებას აქცევს.

ლევანიკოსთან საუბრისას შეგრძნება მქონდა რომ ჩამოყალიბებულ, ზრდასრულ პიროვნებას ვესაუბრებოდი. მომავალშიც შემოგთავაზებთ პატარა ინტერვიუებს ემიგრაციაში დაბადებულ ბავშვებზე და მოგიყვებით ცოტას მათი ცხოვრების შესახებ.

ინტერვიუ მოამზადა ქეთი ტუშურმა

იტალია/ბარი

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts