ბოლო დროს ბევრ ემიგრანტს მოდის წერილი იტალიის სოციალური უწყებიდან (INPS), სადაც მითითებულია, რომ უნდა დააბრუნონ თანხა, რომელიც მიიღეს სოციალური დახმარების — reddito di cittadinanza-ის სახით.
მიზეზები სხვადასხვაა, მაგრამ ყველა უკავშირდება იმ ფაქტს, რომ თანხა გაიცა იმ ადამიანზე, ვისაც არ ეკუთვნოდა ეს დახმარება, ან მონაცემები არ იყო სწორად მითითებული განაცხადის შევსებისას.
რა არის მთავარი მიზეზები, რის გამოც INPS გთხოვთ თანხის დაბრუნებას:
არასწორი ინფორმაცია განაცხადის დროს – მაგალითად, მიუთითეთ, რომ ცხოვრობთ იტალიაში მუდმივად, თუმცა სინამდვილეში დიდხანს იყავით საქართველოში ან სხვა ქვეყანაში.
არ გქონდათ მუდმივი ბინადრობის უფლება – reddito di cittadinanza მხოლოდ იმ ადამიანებს ეკუთვნით, ვისაც აქვს გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვა (permesso di soggiorno UE lungo periodo).
არ აკმაყოფილებდით საჭირო პირობებს – მაგალითად:
არ ცხოვრობდით ბოლო 10 წლის განმავლობაში იტალიაში, მათ შორის 2 წელი უწყვეტად.
ოჯახის შემოსავლები ან ქონება აჭარბებდა დასაშვებ ზღვარს.
ოჯახის წევრი არ იყო რეგულარულად რეგისტრირებული.
განაცხადის შემდეგ შეიცვალა თქვენი მდგომარეობა, მაგრამ არ აცნობეთ INPS-ს მაგ:
დაიწყეთ მუშაობა და არ განაახლეთ მონაცემები.
შეიცვალა ოჯახის შემადგენლობა ან საცხოვრებელი მისამართი.
რა შეგიძლიათ გააკეთოთ:
შეამოწმეთ წერილი ყურადღებით – მითითებულია, რატომ ითხოვენ თანხის დაბრუნებას და რა თანხაზეა საუბარი.
შეამოწმეთ, გეკუთვნოდათ თუ არა ეს დახმარება – თუ დარწმუნებული ხართ, რომ სწორად მიიღეთ თანხა, შეგიძლიათ გაასაჩივროთ.
თუ თანხის დაბრუნება მაინც მოგიწევთ – შეგიძლიათ მოითხოვოთ თანხის განვადება და ყოველ თვე გადაიხადოთ მცირე ნაწილი.
თუ მიიღეთ წერილი INPS-დან და გთხოვენ თანხის დაბრუნებას, ეს ნიშნავს, რომ ან განაცხადის შევსებისას, ან დახმარების მიღების პროცესში დაფიქსირდა შეცდომა ან დარღვევა. მთავარი რჩევაა – არ დააიგნოროთ ეს წერილი. დროულად შეამოწმეთ ინფორმაცია და საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ სპეციალისტს, რომ არ დაგეკისროთ დამატებითი ჯარიმები.
თუ გსურთ, კონკრეტული პროცედურული დახმარება შეგიძლიათ მიმართოთ ქართულ საემიგრაციო ორგანიზაცია Geo House-ს
მისამართი: Via Scipione Crisanzio, 6, Bari, Italy
ტელეფონი: +39 327 093 4122 (WhatsApp)
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🟥 ბარისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ემიგრანტების საყურადღებოდ!
🟥 რა არის ე.წ. „პროვა“ და რამდენია ბადანტეებისა და გოლფების გამოსაცდელი პერიოდის ანაზღაურება?
🟥 რა იცვლება მიგრანტებისთვის – უსაფრთხოების ახალი კანონი იტალიაში