2026 წლის 1 იანვრიდან Poste Italiane-ის SPID (PosteID) ფასიან მომსახურებად იქცა.
რა იცვლება
- SPID-ის გამოყენება ხდება წლიურად დაახლოებით 6 ევრო.
- გადაუხდელობის შემთხვევაში SPID არ გაუქმდება, მაგრამ დროებით შეჩერდება.
როგორ ავიცილოთ სერვისის შეჩერება
- გადაიხადეთ წლიური საფასური
– შედით PosteID-ის პირად პროფილში და გადაიხადეთ ვადის ამოწურვამდე. - უარი თქვით და შეცვალეთ პროვაიდერი
– შეგიძლიათ გადახდის გარეშე გადახვიდეთ სხვა უფასო SPID პროვაიდერზე. - გამოიყენეთ CIE (ელექტრონული პირადობა)
– სახელმწიფოს მიერ გაცემული უფასო ციფრული იდენტობა, რომელიც SPID-ს ალტერნატივაა.
თუ არ გადაიხდით
- SPID შეჩერდება და ვერ შეხვალთ სახელმწიფო სერვისებში (INPS, Agenzia delle Entrate და სხვ.).
- 24 თვის განმავლობაში შესაძლებელია თანხის გადახდა და ხელახლა გააქტიურება.
📌 რეკომენდაცია AprioriTV-ისგან:
თუ SPID ყოველდღიურად გჭირდებათ (INPS, ბონუსები, საბუთები), წინასწარ აირჩიეთ ერთ-ერთი გამოსავალი — გადახდა, პროვაიდერის შეცვლა ან CIE — რათა სერვისებზე წვდომა არ შეგეზღუდოთ.
დიასპორული მედია Apriori TV • აპრიორი ტვ-ს გენერალური სპონსორია ტურისტული კომპანია – “L’oro degli Argonauti”
ტურებისა და ავია ბილეთების დასაჯავშნად მოგვწერეთ:
ტურების დასაჯავშნად WhatsApp: +39 349 180 5032
ავიაბილეთების დასჯავშანად WhatsApp: +39 377 373 0045









