ცხოვრებამ ძალიან დიდი ტკივილი მომაყენა, ორივე მშობლის გარეშე დამტოვა, თუმცა არ დავნებებულვარ – ემიგრანტის წერილი

საემიგრაციო მედიამაუწყებელი AprioriTV-ს მკითხველს სთავაზობს ემიგრანტის წერილს, რომელიც ავტორმა AprioriTV-ს რედაქციას გამოაუგზავნა. წერილის ავტორი ახალგზარდა ემიგრანტი ედიტა ქობალია გახლავთ , რომელიც რამდენიმე წელია ნეაპოლში ცხოვრობს და მუშაობს:

„მოგესალმებით! მე მოგიყვებით იმაზე, რომ მიზნისკენ მიმავლ გზაზე არასდროს დავბნეულვარ! გზა, რომლის გავლაც მე მომიწია თინეიჯერობიდან დღემდე, საქართველოსა თუ უცხოეთში არ ყოფილა მარტივი! უამრავი დაბრკოლება შემხვდა, თუმცა არ შევუშინდი.. თამამად ვაგრძელებდი გზას მიზნის მისაღწევად. მჯეროდა, რომ მივაღწევდი იმას, რაც დასახული მქონდა…. რამდენჯერაც დავეცემოდი იმდენჯერ წამოვდგებოდი და ასე ვაგრძელებდი, არ მინდოდა დანებება!

არ მაშინებდა გამოწვევები, რისკები. ვუმკლავდებოდი. თუ ერთხელ არ გამომივიდოდა, მეორედ აუცილებლად ვიცოდი, რომ გამომივიდოდა !

საკმაოდ ამბიციური ბავშვი ვიყავი და ყოველთვის მსურდა დამოუკიდებლობა. მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი მამა მყავდა, სულ ვახერხებდი მეგობრებთან ერთად დროის გატარებას … არ ვიყავი სკოლაში ბეჯითი, მაგრამ წიგნების კითხვა ყოველთვის მინდოდა. მინდოდა ჟურნალისტობა ყოველთვის და მჯერა, ერთ დღეს ამ ოცნებასაც ავიხდენ.

20 წლისამ თურქეთში გადავწყვიტე წასვლა სამუშაოდ. ამ ქვეყანამ მასწავლა, როგორ უნდა იყო დამოუკიდებელი და მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე. 5 წელი ვიყავი თურქეთში, შემდეგ უფრო უკეთეს ადგილას მოვისურვე წასვლა და წამოვედი იტალიაში… მახსოვს, ის შეგრძნებები – პირველი ხელფასი, საკუთარი თავის მართვა და ფიქრები, თუ ვინ მინდოდა ვყოფილიყავი და რისთვის მიმეღწია ცხოვრებაში….

ცხოვრებამ ძალიან დიდი ტკივილი მომაყენა, ორივე მშობლის გარეშე დამტოვა ახალგაზრდა თითქმის ბავშვი, თუმცა, არ დავნებებულვარ და მაინც ვაგრძელებდი გზას ჩემი მიზნისთვის …. არ შეუშინებივარ დაბრკოლებებს, რომლებიც ცცხოვრების გზაზე შემხვდა, არც რისკებს… მყარად ვიდექი და ვაგრძელებდი გზას მიზნის მისაღწევად.. ამ ყველაფერმა მომცა თავდაჯერებულობა და მიზანდასახულობა!

ეხლაც, ონლაინ ბიზნესში ჩავერთე და ვცდილობ მაქსიმალურს… ვცდილობ, რომ ბოლომდე მივიყვანო დაწყებული საქმე და მივაღწიო მიზანს და მაღლა ჩემი მშობლები გავახარო ჩემი წარმატებით!!!

თითოეული პატარა მიღწევაც კი ჩემთვის წარმატებააა. მჯერა, რომ ეს პატარა მიზნები დიდ მიზნებს მიმაღწევინებს…

სამომავლო გეგმა მაქვს – მინდა, გავხდე წარმატებული და ავიხდინო ბავშვობის ოცნება “ ჟურნალისტობა “ ….

მინდა , მივმართო საზოგადოებას: ნუ შეგაშინებთ დაბრკოლებები! არ არსებობს დაბრკოლება, რომლის გადალახვაც შეუძლებელია!!! გადადგით ნაბიჯი და იმოქმედეთ ცხოვრება რისკია და თუ არ გარისკე ვერ გაიგებ ღირდა თუარა!!! 

ედიტა ქობალია/იტალია/ნეაპოლი

Exit mobile version