ქველმოქმედება – არსებითი სახელია იგი მატერიალური დახმარების უანგაროდ გაწევას ნიშნავს. ქველმოქმედების სურვილით, ძირითადად სათნო და მოწყალე ადამიანები გამოირჩევიან. ქველმოქმედებას არც ეროვნება აქვს, არც სქესი და გეოგრაფიული წარმომავლობა, ის მსოფლიოს ნებისმიერ ხალხებში შეიძლება შეგვხვდეს.
ამბავი, რომელიც ჩვენს მკითხველს უნდა მოვუყვეთ სამხრეთ იტალიაში ხდება. კონკრეტულად ბარის პროვინციის ერთ-ერთ პატარა ქალაქ, პუტინიანოს გულში. ქალაქში 25 767 მოქალაქეა რეგისტრირებული. მეზობელი ქალაქებია Conversano, Gioia del Colle, Noci, Turi, Castellana Grotte.
ქალაქის ტოპონიმის რამდენიმე ვერსია არსებობს: ერთ-ერთი უძველეს მდინარე Potamos უკავშირდება, ასევე უძველეს ებრაულ ღვინოს – Puteus, აპოლონ პითუნისს და ა.შ. მომდინარეობს.
მოგეხსენებათ, რომ იტალიაში უამრავი ემიგრანტი ცხოვრობს, მათი რიცხვი ოფიციალური მონაცემებით 5 მილიონს შეადგენს. ემიგრანტების უმრავლესობას ახლა ქვეყანაში დამკვიდრებისა და ინტეგრაციის მიზნით წლები სჭირდება. ეს პროცესი, განსაკუთრებით რთული, ემიგრაციაში ოჯახით მყოფი ემიგრანტებისთვის არის. ვინაიდან ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების დოკუმენტის მოპოვება რიგ რთულ, ბიუროკრატიულ და დროში გაწელილ პროცესს წარმოადგენს, სოციალური სტაბილურობის შექმნაც წლებთან არის დაკავშირებული.
პირი, რომელიც ემიგრანტებს მატერიალურ დახმარებას უწევს ქალაქ პუტინიანოს მკვიდრია. მის საქველმოქმედო სიაში ქართველი ემნიგრანტებიც ხვდებიან. არცერთ მათგანს, ის ფიზიკურად არასდროს უნახავს, უჩუმრად, შემუჩნევლად დაარიგებს სურსათ-სანოვაგეს, ბავშვებისთვის საჩუქრებს, დაგიტოვებს იმედს და მიდის. იმედს, იმისა, რომ სამყარო ძირითადად სიყვარულისა და ადამიანური მხარდაჭერისგან შედგება.
ცხადია დავინტერესდი, ვინ იყო და აღმოვაჩინე, რომ ბანკის თანამშრომელია. ქალაქ პუტინიანოს „Banca Popolare“-ს პულიისა და ბაზილიკატას ფილიალის თანამშრომლებს, ბანკში ყავის აპარატთან ყულაბა დაუდგამთ. თანამშრომლები და კლიენტები, ყავის ფულს ყულაბაში აგროვებენ და წლის ბოლოს დაგროვილი თანხით ემიგრანტებს ეხმარებიან.
თუ ამ მისამართზე მოხვდებით – Piazza Principe di Piemonte #6, იცოდეთ, რომ იქ სიკეთეა, რომელიც იტალიაში მყოფ ქართველ ემიგრანტებზეც ნაწილდება.
