ემიგრანტებს ხშირად გვიწევს არაერთი ბიუროკრატიული ბარიერის გადალახვა. ამასთანავე, იტალიის სხვადასხვა რეგიონში რეგულაციები და ადმინისტრაციული წესები ხშირად მნიშვნელოვნად განსხვავდება, რაც ზოგჯერ ინფორმაციულ ქაოსს ქმნის. ამის გამო, არაერთი ემიგრანტი ხვდება ისეთ სიტუაციაში, როცა გარკვეული პროცედურის შესრულებისას დაუფიქრებლად სთხოვენ დოკუმენტს, რომლის წარდგენაც რეალურად სავალდებულო არ არის.
ბოლო პერიოდში იტალიის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის სამხრეთ რეგიონებში, მომრავლდა შემთხვევები, როცა ASL-ის თანამშრომლები ემიგრანტებს „ტესერა სანიტარიას“ (ჯანმრთელობის ბარათის) განახლებისას სამსახურის კონტრაქტის წარდგენას სთხოვენ.
📍DOMIA (Datori di Lavoro Domestico Italiani Associati) — იტალიელი საოჯახო დამსაქმებლების ასოციაციის — ინფორმაციით, ეს პრაქტიკა ეწინააღმდეგება სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ წესებს.
„ტესერა სანიტარიას განახლება არ არის დამოკიდებული სამუშაო კონტრაქტის არსებობაზე. ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომა ყველა კანონიერად მცხოვრებ მოქალაქეს ეკუთვნის, მათ შორის მათაც, ვინც დროებით უმუშევარია ან საოჯახო სექტორში მუშაობს კონტრაქტის გარეშე,“ — აცხადებენ DOMIA BARI-ს წარმომადგენლები.
ასოციაციის განმარტებით, ASL-ის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება მოითხოვონ სამუშაო კონტრაქტი, როგორც წინაპირობა ბარათის განახლებისთვის. საჭირო დოკუმენტებია მხოლოდ პირადობის მოწმობა (ან პასპორტი), codice fiscale და წინა ტესერა სანიტარია ან STP ბარათი, თუ ის გამოყენებაშია.
📌 რა უნდა ქნათ, თუ Asl-ში კონტრაქტს გთხოვენ:
საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ DOMIA BARI-ს ან ადგილობრივ ემიგრანტთა საკონსულტაციო ცენტრს, რათა მიიღოთ იურიდიული დახმარება.
მშვიდად სთხოვეთ თანამშრომელს, დააფიქსიროს მოთხოვნა წერილობით ფორმაში.
აღნიშნეთ, რომ სახელმწიფო წესებით კონტრაქტი არ არის სავალდებულო ტესერა სანიტარიას განახლებისთვის.
ასოციაცია მოუწოდებს როგორც ემიგრანტებს, ისე დამსაქმებლებს, მიმართონ DOMIA-ს რეგიონულ წარმომადგენლობებს ნებისმიერი ბიუროკრატიული დაბრკოლების შემთხვევაში, რათა თავიდან აიცილონ არასწორი ან უკანონო მოთხოვნები ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან.
📞 როგორ დაუკავშირდეთ DOMIA BARI-ს
თუ თქვენც შეგხვედრიათ მსგავსი შემთხვევა ან გსურთ კონსულტაცია დაუკავშირდებით ამ წითელ ბმულზე გადასვლით DOMIA BARI
ასევე WatsApp -ზე (+39) 391 168 6215









