„სკაიპითაც კი უფრო მაგარი შვილები გავზარდეთ, ვიდრე ამ ყბადაღებულმა ევროპელებმა“ – ემიგრანტი ხათუნა ბოლაშვილი

ემიგრაციაში მცხოვრები ქართველი ფილოლოგი და საემიგრაციო ცენტრის „Centro servizi Geo House“-ის დამფუძნებელი ხათუნა ბოლაშვილი მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„ვკითხულობ პოსტებს… ორმაგი სტანდარტებით და ზიზღით სავსეს.. ანუ დემოკრატიის შუქურა რომ უჭირავთ და ატრიალებენ, ისინი ყველაზე საშინელ ამბებს სჩადიან საწინაარმდეგო აზრის მქონე ადამიანების მიმართ.

არადა რათა კაცო რათა, მივცეთ ყველას გამოხატვის უფლება… მერე დაგვაცადეთ ამ აპოლიტიკურ და არა ანგაჟირებულ, მაგრამ საკმაოდ ჭკვიან და თავიან ხალხს, ჩვენი დასკვნები გვქონდეს!!!! (არ დაიჯერებთ და ბევრნი ვართ ესეთები, ვისაც შეგვიძლია სწორი ანალიზი მიკერძოების გარეშე, არავისტები არა ვართ და ჩვენი ქვეყანა ძალიან გვიყვარს!!!!)

დაგვაცადეთ გვქონდეს ჩვენი დასკვნები!!!

ძალით შემოტენილი არა !!!!

არგუმენტებით აზრის შეცვლაც შემიძლია, ბოდიშის მოხდაც არასწორი ხედვებისათვის და საერთოდ, ჩვენი წილი აგური თქო, გავიძახი.

დღეს რომ სადღაც ვართ მოსროლილები, ის თაობა ვართ 9 აპრილი რომ საკუთარ მხრებზე გადავიტანეთ, კაკო ბაქრაძე რომ სპორტის სასახლეში გვზრდიდა!!!! ხო გვზრიდიდა!! პარტიული მუშაკი მამაჩემის ჩუმად დავიპარებოდი შეკრებებზე, სადაც არავინ მახსენებდა რომ პარტმუშაკი მამა მყავდა!!!

ის თაობა ვართ სამაჩაბლოსი და აფხაზეთის ლტოლვილები რომ გულში ჩავიკარით , ჩემი დის სახლში 15 კაცი ცხოვრობდა, აფხაზეთიდან გამოხიზნული !!!

რავი, რამდენი რამე!!!

სანთლის შუქზე რომ გავზარდეთ შვილები !!!

მერე რომ ოჯახის და ქვეყნის პასუხიმგებლობები ავიღეთ და გადმოვიკარგეთ!!! და სკაიპითაც კი უფრო მაგარი შვილები გავზარდეთ, ვიდრე ამ ყბადაღებულმა ევროპელებმა და აქაც რომ თავაწეულად და ამაყად გავაგრძელეთ ჩვენი სამშობლოს დესპანობა!!!

ნუ მოხვალთ გულზე მჯიღის დარტყმით და ნუ მეტყვით რომ რუსეთი ოკუპანტია!!!!

ვიცით!!! საკუთარ ტყავზე ვიცით და არა ამბად მონაყოლად!!

ხოდა რაღაცნაირად შეურაცხმყოფელია, როცა ამას მახსენებენ!!!

განსაკუთრებით ყვარყვარები, მედროვენი და მშიშრები!!!

“თუ გაუჭირდა სამშობლოს, კვლავ ცეცხლით დავიდაგებით “/როგორც მაშინ… ჩვენს ჯენზობაში.

ხოდა გამიგრძელდა !!! დაპირისპირებასაც კულტურა უნდა, შნო, ლაზათი და წესიერება!!! და კიდევ ღირსება!!!

დღეს სადღაც უსარგებლოდ მიგდებული, მაგრამ ყველაზე საჭირო და მაღალი ღირებულება კაცობრიობის ისტორიაში: #არაძალადობას #წესიერება #ღირსება #ჩემისამშობლო

Exit mobile version