სასიხარულო ინფორმაცია ქალაქ ბარის ემიგრანტებისთვის – “Geo House“-მა დასაქმების ცენტრი ოფიციალურად გახსნა

ქალაქ ბარიში არსებულმა საემიგრაციო ასოციაიცი “Cento servizi Geo House“-მა თავის მრავალპროფლურ სერვისებს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სეგმენტი – დასაქმების ცენტრი შეჰმატა.

სიახლე, რომელსაც “Geo House“ ქართველ ემიგრანტებს (და არა მხოლოდ თანამემამულეებს) ჰპირდება, ეს გახლავთ იტალიის შრომის კანონით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება და პასუხისმგებლობა, როგორც დამსაქმებელი ოჯახის მხრიდან ასევე დასაქმების მსურველებისთვის.

როგორც “Centro servizi Geo House“- ში ამბობენ, ამ ახალ და საინტერესო პროექტს, სრული წელიწადი მოანდომეს, რათა დასაქმების ცენტრი ავტორიზებული ყოფილიყო.

დასაქმების ცენრტრის პროექტი, ასოციაცია DOMINA -ს associazione nazionale famiglie datore di lavoro Domestico პატრონაჟით იქნა განხორციელებული, რაც “Centro servizi Geo House“-ს სრულს ლეგიტიმაციას აძლევს იყვნენ შუალედური რგოლი ოჯახის დამხმარე პოზიციაზე მომუშავე სექტორში –კერძოდ დაეხმარონ ოჯახებს კვალიფიციური კადრის მოძიებაში და ასევე სამუშაოს მაძიებელ კანდიდატს –დასაქმებაში.

პროექტმა სასტარტო ეტაპი გაიარა და საკმაოდ მაღალი ინტერესიც გამოიწვია იტალიელი ოჯახების მხრიდან, რომელთაც ესაჭიროებათ ოჯახის დამხმარე პოზიციაზე მომუშავე კონტიგენტი –მოხუცის მომვლელი, ბავშვის მომვლელი და საოჯახო საქმეების შემსრულებელი.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა ტრენინგების რამდენიმე კურსი. სადაც მონაწილეებმა შეიძინეს სამუშაო პოზიციისთვის საჭირო უნარ–ჩვევები და ამასთან ერთად კარგი ინფორმაცია მიიღეს საკუთრ უფლებებზე, მოვალეობებზე და სამუშაო კონტრაქტის ყველა დეტალზე.

Centro servizi Geo House“ მიზანია ოჯახებს შესთავაზოს კვალიფიციური კადრი, დასაქმებული ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ დაცული კონტრაქტით გათვალისწინებული ყველა პირობით და ასევე ხელი შეუწყონ დასაქმებული ადამიანების პროფესიულ ზრდას.

გადადით ქვემოთ მითითებულ ბმულზე და გაწევრიანდით GeoJobs- Assistenza Familiare სადაც ხშირად ნახავთ თქვენთვის სასარგებლო ინფოამციებს.

დამატებითი ინფორმაციისთის დატოვეთ შეტყობინება ნომრეზე: +390805217115

Exit mobile version